მხრის ტკივილი

 

მხრის ტკივილი ექიმთან ვიზიტის ხშირი მიზეზია, რადგან მისი მცირედი დაზიანებაც კი ხელს უშლის თავისუფლად გადაადგილების უნარს. ეს ყველაფერი კი შედეგად იწვევს მძაფრ ტკივილსა და დისკომფორტს.

რა იწვევს მხრის ტკივილს?

არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს მხრის ტკივილს. ყველაზე გავრცელებული მიზეზია მხრის სახსრის ტენდინიტი, რომელსაც ახასიათებს მყესების შეშუპება.

მხრის ტკივილი შეიძლება იყოს სხეულის სხვა ნაწილის დაზიანების შედეგი, მაგალითად კისრის ან მხრის ორთავა კუნთის.

მხრის ტკივილის სხვა გამომწვევი მიზეზებია:

        ართრიტი;

        მხრის ან ბეჭის ძვლის მოტეხილობა;

        მხრის კუნთების დაჭიმულობა;

        ზურგის ტვინის დაზიანება;

        გულის შეტევა.

მხრის სახსრის ტკივილი

მხრის სახსარი ადამიანის სხეულის ერთადერთი ნაწილია, რომელსაც მისი ანატომიური სტრუქტურის გამო შეუძლია შეასრულოს მრავალმხრივი მოძრაობები. როგორც კი ამ მექანიზმში, თუნდაც მცირედით, რაიმე ზიანდება, მისი ნორმალური ფუნქციონირება ირღვევა.

როდესაც საქმე ეხება სერიოზულ დაზიანებას, რთულია დაუყოვნებლივ ტკივილის მიზეზის განსაზღვრა. დამატებით, მას ყოველთვის აქვს მაპროვოცირებელი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ხანგრძლივი ტკივილი და გართულებები მომავალშიც.

მხრის გაციება

მხრის გაციების დროს ხდება მხრის კუნთების მტკივნეული შეკუმშვა და დაჭიმვა, რომლის დროსაც ეფექტურია რეგულარული ფიზიკური ვარჯიში. იგი ეხმარება სისხლის ნაკადს უკეთ მოძრაობაში და ამსუბუქებს სახსრის ტკივილს. ასევე, არსებობს სპეციალური ვარჯიშები, რომლებიც გეხმარებათ მხრის დაჭიმულობის შემცირებაში.

კიდევ ერთი ეფექტური საშუალება არის თბილი კომპრესები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სახლის პირობებში მკურნალობისას. თუმცა, თუ რამდენიმე დღის შემდეგ ტკივილი არ შემცირდა (ან გაუარესდა), საჭიროა მიმართოთ ექიმს, რათა დადგინდეს, ხომ არ არსებობს ტკივილის სხვა, უფრო სერიოზული მიზეზი.

მხრის სახსრის ართრიტი

ართრიტი არის სახსრის ანთება, რომელიც იწვევს  ტკივილს. მხრის ართრიტის სიმპტომებში შეიძლება აღინიშნოს  ასევე სიწითლე, შეშუპება და მოძრაობის შეზღუდვა.

ართრიტის მკურნალობის რამოდენიმე მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი მათგანია ცივი კომპრესები, მათი გამოყენება შეიძლება დღეში რამდენჯერმე და შესანიშნავია ტკივილის დასაამებლად. ზოგიერთი ადამიანისათვის კი სითბო უფრო მეტად აყუჩებს ტკივილს, ამიტომ ისინი თბილ კომპრესებს იყენებენ.

ასევე, შესაძლებელია მედიკამენტური მკურნალობა, თუმცა იგი დამოკიდებულია დაავადების სახეზე და სიმწვავეზე.

მხრის წნულის ანთება

მხრის ნერვული წნული არის ნერვების ქსელი, რომლის მეშვეობითაც ზურგის ტვინიდან მხარში, ხელსა და მტევანში გადაეცემა ნერვული იმპულსები. მისი დაზიანების დროს  ვითარდება ძლიერი ტკივილი.

მხრის წნული დაზიანების გამომწვევი მიზეზებია:

        სამშობიარო ტრავმა;

        სპორტული ტრავმა;

        ოსტეოქონდროზი;

        სიმსივნე;

        სხივური თერაპია.

მხრის ართროზი

მხრის ართროზი მექანიკური და ბიოლოგიური ფაქტორების ერთობლივი მუშაობის შედეგია, რომელიც იწვევს სახსრის შემადგენელი კომპონენტების ნორმალური შემადგენლობისა და ფუნქციების დარღვევას. ართროზის დროს ზიანდება სახსრის ყველა ქსოვილი და იწვევს მხრის ტკივილს.

მხრის ართროზის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს როგორც პირველადი, ასევე მეორადი.

  1. პირველადი - არ აქვს კონკრეტული მიზეზი, ის დაკავშირებულია ასაკთან, გენებთან და სქესთან. ჩვეულებრივ გვხვდება 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში და ქალები უფრო ხშირად ავადდებიან ვიდრე მამაკაცები.
  2. მეორადი - აქვს გამომწვევი მიზეზები, როგორებიცაა ტრავმა, მხრის ამოვარდნა, ინფექცი. მძიმე ფიზიკური სამუშაო და სპორტი, რომელიც ხელს უწყობს ართროზის განვითარებას.

მხრის მყესის დაჭიმვა

მხრის მყესის დაჭიმვას თან ახლავს მხრის ტკივილი, დისკომფორტი როგორც მოძრაობისას, ისე უმოძრაობის დროს. პაციენტების უმრავლება ხშირად ტყუვდება გამოჯანმრთელების ილუზიით, რაც ხშირად ახასიათებს მყესის დაჭიმულობას. თუმცა, მოძრაობისას ტკივილი ისევ ახსენებს თავს, ამჯერად გაძლიერებულად.

მყესის დაჭიმულობას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

        მხრის ტკივილი მოძრაობის დროს;

        სახსრების შეშუპება;

        ჰემატომა (სისხლჩაქცევა), ტრავმული უბნის სიწითლე და ტემპერატურის მატება;

        შეშუპების გაძლიერება.

 

ახალი ხედვის მხრის ფიქსატორები

მაღაზიათა ქსელში „ახალი ხედვა“ მომხმარებელს საშუალება აქვს შეარჩიოს უმაღლესი ხარისხის და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამზადებული მხრის ფიქსატორები, რომლებიც გამოიყენება მხრის სახსრის, ირგვლივმდებარე კუნთებისა და ნერვების სხვადასხვა სახის დაზიანების დროს. აღნიშნული საშუალებები სახსრის ფიქსაციით უზრუნველყოფენ ტკივილის შემცირებას, ამსუბუქებენ რეაბილიტაციის პროცესს და აჩქარებენ გამოჯანმრთელებას.