მხრის ტრავმა
მხრის ტრავმის სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი არსებობს და შეიძლება ის უეცრად სახსრიდან ან მის გარშემო მდებარე ნებისმიერი მყესიდან, იოგიდან და კუნთიდან დაიწყოს. ეს უსიამოვნო შეგრძნება ძალიან შემაწუხებელია და ყოველდღიურ საქმიანობაში ხელს გვიშლის, რადგან მხარი სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი სახსარია.
მხრის ამოვარდნილობა
მხრის ამოვარდნილობა ხშირად ხდება მხრის ტრავმის მიზეზი. არსებობს მხრის წინა, უკანა და ქვემო ამოვარდნილობა. პირველადი ამოვარდნილობის დროს მხრის არეში ადამიანი მწვავე ტკივილს გრძნობს. ტკივილი თავს იჩენს მყესების გაწყვეტისა და სასახსრე აბგის მოწყვეტის შემთხვევაში. ამ დროს შეუძლებელი ხდება ხელის ნორმალურად მოძრაობა და ვითარდება შეშუპება .
მხრის მოტეხილობა
არის შემთხვევები, როდესაც მხრის ტრავმა მოულოდნელ მოტეხილობას უკავშირდება. ეს ძირითადად გამოწვეულია გაშლილ ხელზე ან იდაყვზე დაცემით. ასევე მოტეხილობის მიზეზი ხშირად ავტოავარია ან ველოსიპედის ტარება ხდება.
მხრის გაციება
მხრის ტრავმის გარდა, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა გაციება. ამ დროს მხრის თავის გარშემო ქსოვილები სქელდება, შუპდება და მკვრივდება. ამის გამო სასახსრე სივრცე ვიწროვდება და მხრის ძვლის თავის თავისუფალ მოძრაობას ხელი ეშლება. შედეგად ნებისმიერი მოძრაობა შეზღუდული და მტკივნეული ხდება.
მხრის წნული ანთება
მხრის ტრავმამ შეიძლება გამოწვიოს ნერვული წნულის ანთება. ნერვული წნული ნერვების ქსელია, რომელიც სიგნალს გადასცემს ზურგის ტვინიდან მხარში, ხელსა და მტევანში. წნულის დაზიანება ხდება ნერვების დაჭიმვით, კომპრესიით ან მძიმე შემთხვევებში გახევით. ამ დროს ვითარდება წვის შეგრძნება ხელში,დაბუჟება,კუნთების სისუსტე და ძლიერი ტკივილი.
ფიქსატორები მხრის ტრავმის სამკურნალოდ
მხრის ტრავმის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ზოგ შემთხვევაში ხელის მოტეხილობის, ამოვარდნილობის დროს, ფიზიკური დატვირთვის ან კუნთებისა და მყესების დაზიანების დროს ორთოპედიულ ფიქსატორებს იყენებენ.მაგალითად,ხელის საკიდი ღვედი ან მხრის ბანდაჟი გამოიყენება მხრის მოტეხილობის,ღრძობის,დისლოკაციის ან ართრიტის დროს.რაც შეეხება მხრის სამაგრს,ის იდეალურია მხრის გაციებისა და ბურსიტის შემთხვევაში,მისი გამოყენება შესაძლებელია სპორტული აქტივობის დროსაც,რადგან ის დამზადებულია ჰაერგამტარი ქსოვილისაგან და არ ქმნის დისკომფორტს ვარჯიშის დროს. მხრის ფიქსატორების მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი კომპანია „ახალი ხედვის“ 14 მაღაზიაში - თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. ფილიალებში ხელმისაწვდომია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიურ ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger უმაღლესი ხარისხის მხრის ფიქსატორები, რომელთა ფასიც 35 ლარიდან 140 ლარამდე მერყეობს. მაღაზიების გარდა, ამ პროდუქციის შეძენა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდიდან არის შესაძლებელი. შეკვეთულ პროდუქტს კი კურიერი ადგილზე მოგიტანთ.