ნაღრძობი ფეხის მკურნალობა

ნაღრძობი ფეხის მკურნალობის მეთოდები დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზებზე. მსუბუქი დაზიანებებისა თუ ტრავმების შემთხვევაში უმეტესად მიმართავენ ამბულატორიულ მკურნალობასა და თაბაშირით იმობილიზაციას.   თუმცა, სხვა მძიმე დაზიანებების შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევაც ხდება საჭირო. ღრძობა - გულისხმობს სახსრის იოგოვანი აპარატის დაჭიმვას ან ნაწილობრივ გაგლეჯას. სამწუხაროდ, ეს პრობლემა ხშირია სპორტსმენებში, რადგან ფეხის დაზიანების ძირითადი მიზეზია სირბილის ან სწრაფი მოძრაობისას სახსრის გადაჭარბებული დატვირთვა, მოხრა, გაშლა ან ფეხის როტაცია. ნაღრძობი ფეხის მკურნალობა ჩვეულებრივ თაბაშირის დადებით ან ფიქსატორის გამოყენებით შეიძლება. ეს ძვალს სწორ მდებარეობაში აფიქსირებს და შესაძლებელი ხდება მისი შეხორცება. ძლიერი შეშუპების დროს შესაძლებელია ნახვევი არ გაკეთდეს, მაგრამ ფეხის იმობილიზაცია აუცილებელია.

კომპანია “ახალი ხედვის” ფეხის ფიქსატორები

როგორც აღვნიშნეთ,ნაღრძობის ფეხის მკურნალობა ორთოპედიული ფიქსატორებითაც არის შესალებელი.საერთაშორისო ბაზარზე ფიქსატორების წარმოებაში მრავალწლიანი გამოცდილებით სარგებლობს და საკმაოდ პოპულარული ბრენდია  - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. მათი წარმომადგენელი საქართველოში კი კომპანია "ახალი ხედვაა", რომელიც  მომხმარებლებს ფიქსატორების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფს უმაღლესი ხარისხის ფიქსატორები ოპტიმალურ ფასებში თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე  12 ფილიალში აქვს წარმოდგენილი. კომპანია მომხმარებელს ასევე სთავაზობს 24 საათიან საკურიერო მომსახურების სერვისსა და სატელეფონო ან ონლაინ კონსულტაციას პროდუქტის სწორად შერჩევისთვის. ფიქსატორები სახსრის მოძრაობის შეზღუდვას უწყობს ხელს და სხეულის თითქმის  ყველა ნაწილისთვის არსებობს. ფეხის დაზიანებებისთვის  კომპანია “ახალი ხედვა” გვთავაზობს მუხლის, კოჭის, ტერფისა და მენჯ-ბარძაყის  ფიქსატორებს. მაგალითად, მუხლის ფიქსატორს ხშირად გამოიყენებენ მყესებისა და იოგების დაზიანების, ოსტეოართრიტისა და მენისკის დაზიანების დროს. მუხლის უმოძრაოდ გაჩერება სხვადასხვა დაავადებისა და ტკივილის დროს ყველაზე მეტად ეხმარება პაციენტს, ამიტომ მომხმარებლები ამ დროს ხშირად სარგებლობენ მუხლის ფიქსატორებით. კოჭის ფიქსატორების გამოყენება კი  შესაძლებელია როგორც ართრიტის, ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში. უმნიშვნელოვანესია ის ფაქტიც, რომ აქილევსის მყესის დაზიანებისა და დაჭიმულობის შემთხვევაში ფიქსატორის გამოყენება ამცირებს ტკივილს. დაზიანებული ადგილის ეფექტურ აღდგენასა და რეაბილიტაციაში ეხმარება პაციენტებს მენჯ-ბარძაყის ფიქსატორებიც. ის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებისთვის გამოიყენება და  სახსრის მოძრაობას ნაწილობრივ ან სრულად ზღუდავს.   ეს პროდუქტი იდეალურია მათთვისაც, ვისაც საზარდულის თიაქარი აწუხებს.  ტერფის ფიქსატორი კი  ტერფის ან წვივის ტრავმების, სხვადასხვა დაავადების გაჩენისგან პრევენციისა და ბრტყელტერფიანობის დროს გამოიყენება.  ამ პროდუქტის გამოყენება ეფექტურია წვივის ტრავმების დროს და ნაღრძობი ფეხის სამკურნალოდაც.