ნაწოლების ლეიბი
ნაწოლების ლეიბი მწოლიარე ადამიანებში კანის ატროფიისა და წყლულების ჩამოყალიბების პრევენციას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, ავადმყოფის მოვლის პროცესში ამ პროდუქტს უდიდესი ადგილი უკავია, რადგან მისი რეგულარული მოხმარება ნაწოლების გაჩენის რისკს მაქსიმალურად ამცირებს. ამასთანავე, ლეიბს აქვს კომპრესორიც, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის ცირკულაციასა და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, განსაკუთრებით სხეულის იმ წერტილებში, რომლებიც ხანგრძლივ ზეწოლას განიცდიან.
რა ტიპის ნაწოლების ლეიბებს გთავაზობთ კომპანია “ახალი ხედვა”?
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს მაღალი ხარისხის ნაწოლების მატრასს სთავაზობს. ლაბვეტის / lab-vet ბრენდის ეს პროდუქტი სამედიცინო ჯგუფის 13 მაღაზიაშია წარმოდგენილი. სასურველი პროდუქტების შერჩევა თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში არის შესაძლებელი. გარდა ამისა, სამედიცინო ნივთების ყიდვა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე არის ხელმისაწვდომი. ამისთვის, მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათში დამატება დაგჭირდებათ. თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება მოქმედებს, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტით მიიღებთ. განვიხილოთ კომპანია “ახალი ხედვის” ნაწოლების პრევენციისთვის განკუთვნილი პროდუქცია:
● ნაწოლების მატრასი - მისი რელიეფური ზედაპირი და ჰაერის კომპრესორი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, რაც ნაწოლების გაჩენას უშლის ხელს. გარდა ამისა, აღნიშული პროდუქცია კუნთებს ასტიმულირებს და ტკივილსაც ამცირებს.
● ნაწოლების გასაბერი რგოლი - გამოიყენება ლოკალურად, მცირე პერიმეტრში ნაწოლის ჩამოყალიბების პრევენციისთვის. ნაწოლების გასაბერი რგოლი ხელს უშლის სისხლძარღვების კომპრესიას, რის ხარჯზეც ნაწოლის ჩამოყალიბება მაქსიმალურად მცირდება.
ნაწოლების ლეიბის შეძენამდე, იცოდეთ, რომ ნაწოლის საპროფილაქტიკო მატერიალური დანახარჯი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე უშუალოდ ნაწოლის მკურნალობას სჭირდება. ამიტომ შაერჩიეთ ხარისხიანი ლეიბი და სწორ საწოლზე მოათავსეთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ კანი ყოველდღე უნდა დათვალიერდეს, განსაკუთრებით - ძვლოვანი წანაზარდების მიდამოებში. მდებარეობის ხშირი ცვლა აუცილებელია, თუმცა ავადმყოფის გადაბრუნება-გადმობრუნება ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს, რათა კანმა - ნაკლები ხახუნი, ხოლო რბილმა ქსოვილებმა ნაკლები ურთიერთშენაცვლება განიცადოს. პაციენტს მდებარეობა ყოველ 2-3 საათში ერთხელ შეუცვალეთ. ნაწოლების ლეიბის გარდა, კომპანია “ახალ ხედვაში” ავადმყოფის მოვლის მრავალფეროვანი საშუალებებია წარმოდგენილი. სამედიცინო ჯგუფი ქართულ ბაზარზე არსებობის თითქმის ათწლიან პერიოდს ითვლის და ამ დროის განმავლობაში კომპანია პროდუქციის იმპორტს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან აწარმოებს.