ნერვის ანთება და წელის ტკივილი

ნერვების დაბოლოებები ადამიანის მთელ სხეულზეა განლაგებული, ამიტომ შეტევითი ტკივილები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ადგილზე. ამ პრობლემას მძაფრი და გაუსაძლისი ტკივილები ახასიათებს. მათ შორის ხშირია წელკავი - ასეთ დროს ღიზიანდება ნერვის ფესვი და თავს იჩენს ძლიერი ტკივილი, რომელიც კუნთების სპაზმს და გაშეშებას იწვევს. ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზი ასევე, შეიძლება იყოს:
● ტრავმა;
● ტოქსიკური მოწამვლა;
● ინფექციური და ონკოლოგიური დაავადებები;
● ხერხემლის მალთაშორის თიაქარი;
● შაქრიანი დიაბეტი;
● დაქვეითებული იმუნიტეტი.
ნერვის ანთების სიმპტომები
ნერვის ანთების დროს წელის ტკივილი უმეტესად მძიმე ფიზიკური შრომით დაკავებულ პირებს ემართებათ. მას პროვოცირებას უწევს სხეულის გადახურება, სხეულის გაოფლიანება და შემდეგ სწრაფი გაციება. ეს პრობლემა შესაძლოა მწვავე და ქრონიკულმა ინფექციამაც გამოიწვიოს. ტკივილი, როგორც წესი, რამდენიმე დღეში ცხრება, თუმცა ზოგჯერ 2-3 კვირაც გასტანს და სანამ შეტევა გაივლის, უმჯობესია პაციენტმა წოლითი რეჟიმი დაიცვას. ნერვის ანთების სიმპტომებია:
● ტკივილი;
● დაბუჟება;
● მოძრაობის შეზღუდვა.
წელის ტკივილისა და ნერვის ანთების მკურნალობა
ნერვის შეტევითი ტკივილის დროს უნდა შეარჩიოთ ისეთი მდებარეობა, რომელიც შეგიმსუბუქებთ ტკივილს. დააფიქსირეთ წელის მტკივნეული ადგილი განსაკუთრებით თანმხლები დაავადებების: ხერხემლის გულმკერდის, კისრის ან წელის ნაწილის მალების ოსტეოქონდროზის დროს. ამ დროს გარდა, მედიკამენტოზური და ფიზიოტერაპიული მკურნალობისა მნიშვნელოვანია ფიქსატორებისა და წელის კორსეტების გამოყენება. მაგალითად, კისრის ნერვის ანთების დროს კი იმობილიზაციისა და ტკივილის შესამსუბუქებლად კისრის სტაბილიზატორი გამოიყენეთ. ის ეფექტურია ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქრის დროს, ამცირებს დატვირთვას კისრის მალებზე და კისრის კუნთების ტონუსის ნორმალიზებას უზრუნველყოფს. თუმცა, მნიშვნელობა არ აქვს სხეულის რომელ ნაწილში განვითარდა ნერვის ანთება, სწორი მკურნალობის პროცესისთვის აუცილებელია მიმართოთ ექიმს და გაიკეთოთ შესაბამისი გამოკვლევები. გარდა ამისა, მკურნალობის პროცესში ეცადეთ, არ გაცივდეთ, არ ინერვიულოთ და იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე.