რა არის ნიკრისის ქარის სინდრომი?
ნიკრისის ქარის სინდრომი, იგივე პოდაგრა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული დაავადებაა. მას შეტევითი, ძლიერი ტკივილები ახასიათებს და სახსრების დეფორმირებას უწყობს ხელს. ძირითადად გავრცელებულია 35-40 წლის ადამიანებში, უფრო მეტად - მამაკაცებში. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მამრობითი სქესის წარმომადგენლები უფრო ხშირად იღებენ ალკოჰოლს, ხორცის ნახარშსა და მსუყე საკვებს.
რა იწვევს ნიკრისის ქარის სინდრომს?
ნიკრისის ქარის სინდრომს სისხლში შარდმჟავას დონის მომატება იწვევს. Რა არის შარდმჟავა? ეს ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ნარჩენი პროდუქტია, რომელიც თირკმელებიდან გამოიყოფა. თუ ის ზედმეტი რაოდენობით გამომუშავდა, ან პირიქით - შარდვის დროს მცირე კონცენტრაციით გამოიყო, მაშინ ის ორგანიზმში გროვდება. საბოლოოდ კი, ეს სახსრების ირგვლივ მცირე ზომის კრისტალების წარმოქმნას იწვევს. დაავადების განვითარების რისკის ფაქტორებია:
● ჭარბწონიანობა
● დიაბეტი
● შარდმჟავას დაგროვების გამომწვევი,პურინების შემცველი საკვების მიღება
● ლუდი და ალკოჰოლური სასმელები
● გენეტიკა
● თირკმლის პრობლემები
როგორ ვუმკურნალოთ ნიკრისის ქარის სინდრომს (პოდაგრას)?
პირველ რიგში, დაიცავით დიეტა. საკვები რეგულარულად, დღეში 3-4-ჯერ მიიღეთ. დალიეთ საკმარისი სითხე - მინიმუმ 1,5-2 ლიტრი.
მოერიდეთ შემდეგ პროდუქტებს:
● ხორცის, სოკოს ან თევზის ბულიონები.
● პარკოსნები (ლობიო, სოიო, ბარდა და ა.შ)
● ალკოჰოლი
● წიწაკა, მდოგვი და საწებლები
● დიდი რაოდენობით მწვანილი
● ცხარე და მარილიანი ყველი
● ხორცის კონსერვები და სოუსები
● ცხოველური წარმოშობის ცხიმები
● ძეხვეული და შებოლილი პროდუქტები
დაშვებულია შემდეგი პროდუქტები: პური, კვერცხი, თხილი და ნიგოზი, ბოსტნეული, წიწიბურა, ქერი, ხილის და ბოსტნეულის ნატურალური წვენები, ტუტოვანი მინერალური წყლები.
ნიკრისის ქარი ძირითადად ფეხის ცერა თითის სახსარში ვითარდება. რეაბილიტაციურ მედიცინაში სახსრების სწრაფი აღდგენისთვის ორთოპედიულ საშუალებებს იყენებენ. სამედიცინო ჯგუფი “ახალი ხედვა” პოდაგრას საწინააღმდეგოდ სხვადასხვა პროდუქტს გთავაზობთ:
ფეხის თითის სამაგრი (ღამის) - მისი გამოყენება ღამით შეგიძლიათ. უზრუნველყოფს ფეხის დიდი თითის ანატომიურ მდგომარეობის შენარჩუნებას. დამზადებულია ლამინირებული მასალისგან,აქვს მეტალის ჩანართი,რაც სახსრის სწორ პოზიციაში ფიქსაციას ეხმარება.
ფეხის თითის სამაგრი (დღის) - შესაძლებელია ფეხსაცმლის შიგნით ტარება. დამზადებულია ნეოპრინის ელასტიური მატერიისგან. აფიქსირებს ცერა თითს სასურველ პოზიციაში. გამოიყენება დღის განმავლობაში.
ბუნიონის სილიკონის პროტექტორი - დამზადებულია 100% სილიკონის მასალისგან.იცავს სახსარს ფეხსაცმლის ზეწოლისგან.
აღნიშნული პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ “ახალი ხედვის” ორთოპედიულ მაღაზიებში ან ონლაინ, კომპანიის ვებ-გვერდზე.