ოპერაციის შემდგომი სარტყელი - ბენეფიტები და გამოყენების წესები

კომპანია "ახალი ხედვა” მომხმარებლებს სხვადასხვა ოპერაციისთვის განკუთვნილ სარტყელებს სთავაზობს. ეს პროდუქტი იცავს ჭრილობას გარეგანი დაზიანებისგან და პაციენტს რეაბილიტაციის პროცესში საგრძნობლად ეხმარება. ოპერაციის შემდგომი სარტყელი ერთმანეთისგან ფუნქციურად განსხვავდება. მათი გამოყენება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახისა და სიმძიმის ოპერაცია აქვს პაციენტს ჩატარებული.
რა არის ოპერაციის შემდგომი სარტყელი?
ოპერაციის შემდგომი სარტყელი სამედიცინო დანიშნულების ნივთია, რომელიც გართულებების პრევენციას ახდენს. მათი ფართო არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების ოპერაციის შემდგომი სარტყელებია წარმოდგენილი. უმაღლესი ხარისხის ეს ორთოპედიული პროდუქტები ოპტიმალურ ფასებში თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე მაღაზიებშია წარმოდგენილი. ფილიალების გარდა, სამედიცინო ნივთების ყიდვა ონლაინ მეთოდით, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეც არის შესაძლებელი. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● ოპერაციის შემდგომი ქამარი - ელასტიური ბამბის მასალისგან დამზადებული 26 სმ სიმაღლის კორსეტი, რომელიც გამოიყენება როგორც პოსტოპერაციულად, ასევე მშობიარობის შემდეგ პერიოდში. კორსეტის გამოყენებისას ზუსტად შეარჩიეთ ზომა, რათა არ გქონდეთ ძალიან მჭიდროდ და არ იწვევდეს ჭრილობის გაღიზიანებას.
● მუცლის კორსეტი - ხელს უშლის მუცლის პრესის მოდუნებას ორსულობის შემდეგ და ოპერაციის შემდეგ. ის ასევე იცავს ჭრილობას გარეგანი დაზიანებისგან.
● წელის პოსტოპერაციული კორსეტი - ხელს უშლის მუცლის პრესის კუნთების მოდუნებას და გამოიყენება მუცლის ღრუს ოპერაციების, ასევე ორსულობის შემდგომ პერიოდში. გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
„ახალი ხედვის“ სამედიცინო მაღაზია უმაღლესი ხარისხის ორთოპედიულ და ტრავმატოლოგიურ პროდუქტებს აერთიანებს. ამ მიმართულებით კომპანია 2012 წლიდან მუშაობს. სამედიცინო მაღაზიებში საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული ბრენდების პროდუქტები ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი. კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც იმპორტისა და დისტრიბუციის, ასევე ინდივიდუალური, სპეციალიზირებული შეკვეთების მიმართულებით.
ვისთვის არის განკუთვნილი?
სასურველია, ოპერაციის შემდგომი სარტყელის გამოყენებამდე მიმართოთ ექიმს და რეკომენდაციები პირადად მისგან მიიღოთ. ოპერაციის შემდგომი სარტყელი ადამიანებს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დროს მდგომარეობის შემსუბუქებასა და მკურნალობის პროცესში ეხმარება. ოპერაციის შემდგომ სარტყელს იყენებენ:
● ქალები, მშობიარობის შემდეგ;
● ადამიანები, რომლიც ოპერაციას იკეთებენ.
როგორ ეხმარება გამოჯანმრთელების პროცესში?
ოპერაციის შემდგომი სარტყელი პაციენტებს ეხმარება რეაბილიტაციის პერიოდში. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ჭრილობის დაცვას გაღიზიანებისგან და გართულებებისგან. ოპერაციის შემდგომი სარტყელი ასევე, უზრუნველყოფს დისკომფორტისა და ტკივილის შემცირებას. ეს პროდუქტი ხელს უწყობს:
● ტკივილის შემცირებას;
● დაავადების პროგრესირების პრევენციას;
● ოპერაციის შემდგომ პერიოდში ახდენს გართულებების პრევენციას.
ოპერაციის შემდგომი სარტყელის ტიპები ოპერაციის მიხედვით
ოპერაციის შემდგომ სარტყელს როგორც აღვნიშნეთ, პაციენტები სხვადასხვა ოპერაციის ჩატარების შემდეგ იყენებენ. მაგალითად, მუცლის ღრუს ოპერაციების, ასევე ორსულობის შემდგომ პერიოდში გამოიყენება წელის პოსტოპერაციული კორსეტი. მუცლის კორსეტს კი მშობიარობის შემდგომ ატარებენ.
მასალები და კომფორტი
ოპერაციის შემდგომი სარტყელი დამზადებულია 100%-იანი ბამბის ელასტიური მასალისგან, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის მოძრაობას. ამ პროდუქტის გამოყენებისას ზუსტად შეარჩიეთ ზომა, რათა არ გქონდეთ ძალიან მჭიდროდ და არ იწვევდეს ჭრილობის გაღიზიანებას.
როგორ და რამდენ ხანს უნდა ვატაროთ ოპერაციის შემდგომი სარტყელი?
ოპერაციის შემდგომი სარტყელის გამოყენების პერიოდი ინდივიდუალურად განისაზღვრება და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მისი ტარების ხანგრძლივობა შეიძლება, რამდენიმე კვირით ან თვით განისაზღვროს. სასურველია, რომ ორსულობის და საკეისროს შემდგომი ქამრების გამოყენებამდე მიმართოთ ექიმს და რეკომენდაციები პირადად მისგან მიიღოთ.