ორთოპედიული ბალიშების ფასები

 

„ახალი ხედვის“ სამედიცინო მაღაზიებში ორთოპედიული ბალიშების ფასები 65 ლარიდან 155 ლარამდე მერყეობს. „ახალი  ხედვა“ უმაღლესი ხარისხის ორთოპედიულ  და ტრავმატოლოგიურ პროდუქტებს აერთიანებს.   ამ მიმართულებით კომპანია 2012 წლიდან მუშაობს და ფილიალებით მთელი საქართველოს მასშტაბით არის წარმოდგენილი. სამედიცინო მაღაზიებში საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული ბრენდების პროდუქტები ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი. კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც იმპორტისა და დისტრიბუციის, ასევე ინდივიდუალური, სპეციალიზებული შეკვეთების მიმართულებით.

რა ღირს ორთოპედიული ბალიშები?

სწორად შერჩეული ორთოპედიული ბალიში ადამიანებს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დაძლევაში ეხმარება. ამიტომ მომხმარებლები ყოველდღიურ ცხოვრებაში მას საკმაოდ აქტიურად გამოიყენებენ.  ორთოპედიული ბალიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და გამოიყენება ისეთი პრობლემების დროს, როგორიცაა: სუნთქვის გაძნელება, წელისა და  კისრის ტკივილი და სხვა. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი ფასების მიხედვით:

ზურგის ბალიში - ღირებულება - 85.00₾

აღწერილობა - აფიქსირებს წელს ანატომიურ მდგომარეობაში. დამზადებულია პოლიურეთანის ქაფისგან. იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ოფისში მუშაობა და ძირითადად ჯდომა უწევთ.

კისრის ორთოპედიული ბალიში - ღირებულება - 145₾

აღწერილობა -  გამოიყენება ოსტეოქონდროზის, ცერვიკლაური კიფოზის, მალთაშუა დისკის თიაქრისა და ხერხემლის სხვა პრობლემების დროს. კისრის ორთოპედიული ბალიშები ეფექტურია იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც აქვს დარღვეული ძილის რეჟიმი. 

როტაციის ბალიში - ღირებულება -  155₾

აღწერილობა - ეხმარება პაციენტებს, რომ მარტივად შეძლონ სასურველ პოზიციაში მოთავსება. ბალიში უზრუნველყოფს პაციენტის სრულ მხარდაჭერას და სტაბილიზაციას თავისი ელასტიური სახვევითა და აგებულებით.

ფასების სანახავად ეწვიეთ ორთოპედიული ბალიშების კატეგორიას.

რა განსაზღვრავს ორთოპედიული ბალიშების ფასებს?

ორთოპედიული ბალიშები ადამიანის სხეულის  თითქმის   ყველა   ნაწილისთვისა  და  ორთოპედიული პრობლემისთვის არსებობს. მათ ღირებულებას განსაზღვრავს ფუნქციური მახასიათებლები. 

როგორ შევიძინოთ ორთოპედიული ბალიშები?

ქართულ ბაზარზე კომპანია „ახალ ხედვას “ თითქმის ათწლიანი გამოცდილება აქვს და მომხმარებლებს ყოველთვის მაღალი ხარისხის სერვისსა და პროდუქციას სთავაზობს.  სასურველი პროდუქტების შერჩევა კომპანიის  საფირმო სამედიცინო მაღაზიებში თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში არის შესაძლებელი. გარდა ამისა,  სამედიცინო ნივთების ყიდვა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეც არის ხელმისაწვდომი.