ორთოპედიული ბალიშების გამოყენების ბენეფიტები
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო ბალიშებს სთავაზობს. აღნიშნული პროდუქცია ლატექსის მასალისგანაა დამზადებული და გარედან მას ანტიალერგიული ქსოვილი აკრავს. „ახალი ხედვის” ბალიშები ერთმანეთისგან დანიშნულებით, ბრენდით, ზომებითა და ფასებით განსხვავდება. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● ზურგის ბალიში - აფიქსირებს წელს ანატომიურ მდგომარეობაში. დამზადებულია პოლიურეთანის ქაფისგან. იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ოფისში მუშაობა და ძირითადად ჯდომა უწევთ.
● კისრის ორთოპედიული ბალიში - გამოიყენება ოსტეოქონდროზის, ცერვიკლაური კიფოზის, მალთაშუა დისკის თიაქრისა და ხერხემლის სხვა პრობლემების დროს. კისრის ორთოპედიული ბალიშები ეფექტურია იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც აქვს დარღვეული ძილის რეჟიმი.
● როტაციის ბალიში - ეხმარება პაციენტებს, რომ მარტივად შეძლონ სასურველ პოზიციაში მოთავსება. ბალიში უზრუნველყოფს პაციენტის სრულ მხარდაჭერას და სტაბილიზაციას თავისი ელასტიური სახვევითა და აგებულებით.
● სავარძლის ბალიში - იყენებენ ძირითადად ის ადამიანები, რომლებსაც უწევთ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა და კუდუსუნის არეში ტკივილი აწუხებთ. სავარძლის ბალიში აუმჯობესებს მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სწორი ნაწლავის ვენებში სისხლის შეგუბებასა და ჰემოროის პროგრესირებას.
● რეფლუქსის საწინააღმდეგო ბალიში - განკუთვნილია გულძმარვისთვის. ბალიშის ამაღლებული ზედაპირი სხეულის სწორ მდგომარეობაში ფიქსაციას უზრუნველყოფს, რაც საკვებს უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს.
ორთოპედიულ ბალიშებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები საკმაოდ აქტიურად გამოიყენებენ. ამ პროდუქტის ფუნქცია და დანიშნულება მრავალმხრივია, შესაბამისად, მომხმარებელთა კატეგორიაც მრავალფეროვანია. ორთოპედიულ ბალიშებს განსხვავებული ასაკის მქონე ადამიანები ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის გამო იყენებენ. ორთოპედიული ბალიშები ხელს უწყობს:
● სხეულის სწორ პოზიციონირებას;
● ტკივილის შემცირებას კისრისა და ხერხემლის არეში;
● აუმჯობესებს ძილის ხარისხს;
● ამცირებს დაჭიმულობასა და დაღლილობის შეგრძნებას.
კომპანია “ახალი ხედვის” ორთოპედიული ბალიშების შეძენა შესაძლებელია როგორც მაღაზიათა ქსელში, ასევე ონლაინ, კომპანიის ვებგვერდზე - შეარჩიეთ სამედიცინო ბალიში, დაამატეთ კალათაში და გააფორმეთ შეკვეთა. თბილისის მასშტაბით პროდუქტს კონსულტანტი მოგაწვდით, რეგიონში კი ფოსტით გამოგიგზავნიან შეკვეთას.