ორთოპედიული ბალიშების მრავალფეროვანი არჩევანი “ახალ ხედვაში“

 

ორთოპედიული ბალიშების  განსაკუთრებული ფორმა უზრუნველყოფს თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციას. თუ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა გიწევთ და კუდუსუნის არეში ტკივილს ხშირად გრძნობთ, ამ შემთხვევაში რეკომენდებულია სავარძლის ბალიშის შეძენა.  კისრის ბალიში, კი სხეულს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს  და ადამიანებს მშვიდად ძილში ეხმარება. კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაში ორთოპედიული ბალიშების როლი საკმაოდ დიდია. ეს პროდუქცია  ხელს უწყობს:

სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას;

სხეულის სწორ პოზიციონირებას;

ტკივილის შემცირებას კისრისა და ხერხემლის არეში;

უზრუნველყოფს სწორ მდგომარეობაში ძილს;

ამცირებს დაჭიმულობასა და დაღლილობის შეგრძნებას.

კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს ექსკლუზიური ბრენდების ორთოპედიულ ბალიშებს სთავაზობს. მორსა/MorsaCyberg - თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს  მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას აწვდის. Morsa Orthopedics მომხმარებელს სთავაზობს 200-ზე მეტ პროდუქტს, კომპანია საქართველოში  „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია.  „ახალი ხედვის“ მაღაზიებში წარმოდგენილი სხვადასხვა დანიშნულების მქონე  ორთოპედიული ბალიშები  ლატექსის   მასალისგანაა დამზადებული და გარედან მას ანტიალერგიული ქსოვილი აკრავს.  მათი  ღირებულება კი 65 ლარიდან 155 ლარამდე მერყეობს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი: 

განვიხილოთ, კომპანია “ახალი ხედვის” რამდენიმე ორთოპედიული ბალიში:

კისრის ორთოპედიული ბალიში -  განკუთვნილია თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციისთვის. მისი გამოყენება შეიძლება როგორც კომფორტული ძილისთვის, ასევე სამედიცინო დანიშნულებით, კისრის ოსტეოქონდროზის, თავის ქრონიკული ტკივილისა და აპნოეს დროს.

ზურგის ბალიში - აფიქსირებს წელს ანატომიურ მდგომარეობაში. დამზადებულია პოლიურეთანის ქაფისგან. იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ოფისში მუშაობა და ძირითადად ჯდომა უწევთ.

სავარძლის ბალიში - იყენებენ ძირითადად ის ადამიანები, რომლებსაც უწევთ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა და  კუდუსუნის არეში ტკივილი აწუხებთ. ის ასევე აუმჯობესებს მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სწორი ნაწლავის ვენებში სისხლის შეგუბებასა და ჰემოროის პროგრესირებას.

რეფლუქსის საწინააღმდეგო ბალიში - განკუთვნილია გულძმარვისთვის. ბალიშის ამაღლებული ზედაპირი სხეულის სწორ მდგომარეობაში ფიქსაციას უზრუნველყოფს, რაც საკვებს უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს.

ორთოპედიული ბალიში ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ, იქნება ეს რაიმე სახის პათოლოგია თუ უბრალოდ ძილის დარღვევა.