"ახალი ხედვის" ორთოპედიული მაღაზია

„ახალი ხედვის“ ორთოპედიული მაღაზია ფართო სპექტრის ორთოპედიულ პროდუქციას გთავაზობთ. კომპანია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში: Morsa Cyberg, Sigvaris,, Zener, Bauerfeind, TIPSAN, BERGER და სხვა. ,,ახალი ხედვა”  თბილისსა და რეგიონებში 16 ფილიალითაა წარმოდგენილი,კომპანია  პანდემიის პერიოდში  ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს  მუშაობას. შეგიძლიათ სასურველი ნივთი ონლაინ, ვებ-გვერდის საშუალებით შეიძინოთ,პროდუქტს ქვეყნის ნებისმიერ წერტილში უმოკლეს ვადაში მოგაწვდიან. თუ კონსულტაცია დაგჭირდებათ, შეგიძლიათ, დარეკოთ შემდეგ ნომრებზე: 577 111 241 ან 577 555 925.

რა პროდუქტებს გვთავაზობთ „ახალი ხედვის“ ორთოპედიული მაღაზია?

“ახალი ხედვის”  ორთოპედიული მაღაზია ის ადგილია, სადაც მაღალი ხარისხის პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასებში შეიძენთ. სახსრების სტაბილიზაციისთვის გამოიყენება ფიქსატორები, თუმცა თითოეულ მათგანს განსხვავებული დანიშნულება აქვს, მაგალითად:

კოჭის ფიქსატორები ინიშნება ართრიტის, ღრძობის, დაჭიმვის დროს და თაბაშირის მოხსნის შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდში.

მხრის ფიქსატორები გამოიყენება ამოვარდნილობის, კუნთებისა და მყესების დაჭიმვა/დაზიანების დროს. 

იდაყვის ფიქსატორები ფიზიკური დატვირთვისას სახსარს დაზიანებისგან იცავს, თერმოსტატიულია და ტრავმების სამკურნალოდაც გამოიყენება. 

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებისა, “ახალი ხედვის” ორთოპედიული მაღაზია გთავაზობთ კისრის, სხივ-მაჯის, თითის, მუხლის, ტერფისა და მენჯ-ბარძაყის ფიქსატორებს.

რაც შეეხება ორთოპედიულ ბალიშებს, მათი ანატომიური და განსაკუთრებული ფორმა კისრისა და თავის მიდამოების იდეალურ ფიქსაციას უზრუნველყოფს. დამზადებულია ანტიალერგიული მასალისგან, შესაძლებელია დამცავი ზედაპირის მოხსნა და გარეცხვა.

ზურგის ბალიში იდეალური ვარიანტია მათთვის, ვინც ოფისში მუშაობს, ან უბრალოდ მჯდომარე ცხოვრების წესი აქვს. Ის წელს ანატომიურ მდგომარეობაში აფიქსირებს.

რეფლუქსის საწინააღმდეგო ბალიში გულძმარვისთვის გამოიყენება, რადგან ამაღლებული ზედაპირი აქვს და საკვებს უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს. 

სავარძლის ბალიშს აქვს ამორტიზირების უნარი და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.ის ხელს უშლის ბუასილის პროგრესირებას და სწორი ნაწლავის ვენებში სისხლის შეგუბებას.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ორთოპედიული პროდუქტების შეძენისას?

ორთოპედიული პროდუქტების შეძენისას გაითვალისწინეთ ექიმის რეკომენდაციები. ყურადღება მიაქციეთ ზომებსა და დანიშნულებას, რათა პროდუქტი თქვენს საჭიროებებს მოერგოს.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ახალი ხედვის“ ორთოპედიული მაღაზია გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მასალებისგან დამზადებულ ფიქსატორებს, რომლებიც ნებისმიერ ზომაშია ხელმისაწვდომი:  S, M, L, XL, XXL.