ორთოპედიული ნივთების დიდი არჩევანი

 

ორთოპედიული ნივთების მრავალფეროვან არჩევანს მომხმარებლებს კომპანია “ახალი ხედვა” 12 წელია სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში  ექსკლუზიური ბრენდების Anita-ს, Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Bauerfeind-ის, Tipsan-ის, Berger-ისა და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების უმაღლესი ხარისხის პროდუქციაა წარმოდგენილი. სამედიცინო მაღაზია სამკურნალო,  საპროფილაქტიკო  და  სარეაბილიტაციო  დანიშნულების ორთოპედიულ ნივთებს აერთიანებს. მაღაზიათა ქსელში ორთოპედიული პრობლემებისთვის განკუთვნილი ფიქსატორები,  ბალიშები, სუპინატორები,   წელის კორსეტები   და   ქამრები არის წარმოდგენილი. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

● ორთოპედიული ფიქსატორები ძირითადად სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის არის განკუთვნილი. ის უდრეკი ან რბილი მასალისგან მზადდება და სახსრის მოძრაობას ნაწილობრივ ან სრულად ზღუდავს. ეს პროდუქტი  განკუთვნილია სხვადასხვა ხარისხის დაზიანებისთვის და ტრავმის შემდგომი მდგომარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად.  

● ორთოპედიული ბალიშები ადამიანის სხეულის   თითქმის   ყველა   ნაწილისთვისა  და   ორთოპედიული პრობლემისთვის არსებობს. ეს პროდუქტი ხელს უწყობს სხეულის   სწორ   პოზიციონირებას, ასევე ეხმარება ადამიანებს კომფორტული სამუშაო გარემოს შესაქმნელად. ზურგისა და სავარძლის ბალიში დაგეხმარებათ საოფისე საქმიანობა ყოველგვარი დისკომფორტის, კერძოდ, კუდუსუნისა და წელის ტკივილის გარეშე შეასრულოთ .

● წელის კორსეტები და ქამრები იდეალურია წელის ტკივილის აღმოსაფხვრელად და სხეულის ამ ნაწილში  დატვირთვას ამსუბუქებს. ზოგიერთი მათგანი მუცლის ღრუს ოპერაციების შემდეგ ექიმის რეკომენდაციით გამოიყენება. ორსულობის ქამარი კი ფეხმძიმობისას მუცლის დაწევას უშლის ხელს და მნიშვნელოვან პერიოდში წელის დაფიქსირებაში დაგეხმარებათ.

სამედიცინო მაღაზიებში საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული ბრენდების პროდუქტები ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი. მათ შორის არის:

MORSA CYBERG - თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს აწვდის მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანას. საქართველოში კომპანია „ახალი ხედვა“ მათი ექსკლუზიური პარტნიორია. Morsa Cyberg გლობალურ სამედიცინო ბაზარზე მაღალი ხარისხითა და ინოვაციური მიდგომებით მრავალჯერ არის აღიარებული და მომხმარებელს  200-ზე მეტ ორთოპედიულ პროდუქტს სთავაზობს.

SIGVARIS - შვეიცარიული კომპანიაა 150 წლიანი გამოცდილებით და იგი დაარსების დღიდან სამედიცინო კომპრესიული ტრიკოტაჟის წარმოებაში გლობალური ბაზრის ლიდერი ბრენდია. 

ANITA - 1886 წლიდან დღემდე მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დ მოთხოვნადი ბრენდია. 137 წლიანი გამოცდილების კომპანია ქალბატონებისთვის ხარისხიანსა და თანამედროვე  საორსულე პროდუქციას ქმნის. უმაღლესი ხარისხის საორსულე ბანდაჟები, ორსულებისა და მეძუძური დედების ბიუსტჰალტერების შეძენა “ახალი ხედვის” მაღაზია შოუ-რუმში, ვაჟა-ფშაველას 27ბ ნომერში შეგიძლიათ. 

კომპანია “ახალი ხედვა” ასევე, აქტიურად მუშაობს როგორც იმპორტისა და დისტრიბუციის, ასევე ინდივიდუალური, სპეციალიზირებული შეკვეთების მიმართულებით.   მათი შეძენა შესაძლებელია როგორც ფილიალებში, ასევე ონლაინ მეთოდითაც. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატება დაგჭირდებათ. თბილისის მასშტაბით ადგილზე მიტანის სერვისი მოქმედებს, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტით მიიღებთ.