ორთოპედიული პროდუქტები წელის ტკივილის დროს

 

პასიური ცხოვრების წესი, დიდხანს უმოძრაოდ ჯდომა და კომპიუტერთან საათობით მუშაობა  იწვევს როგორც კუნთების ასევე, ძვლებისა და წელის ტკივილს. წარმოქმნილ პრობლემებს განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს. დროს პაციენტები მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. წელზე არსებული პრობლემების დროს გარკვეული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ,  ამ დროს სასურველია:

ფიზიკური აქტივობა - გააძლიერეთ თქვენი წელის კუნთები. ეს შესაძლებელია ცურვით და ნაკლებად ინტენსიური ვარჯიშებით. გარდა ამისა ამ დროს რეკომენდირებულია  იოგა, პილატესი და ფეხით სიარული.

დატვირთვის შემცირება -  თავი უნდა შეიკავოთ მკვეთრი მოძრაობებისგან და  რამდენიმე დღის განმავლობაში შეინარჩუნოს მოსვენებითი მდგომარეობა. გარდა ამისა, მოერიდეთ სიმძიმეების აწევას.

წელის ფიქსატორები - ტკივილის შემსუბუქებას წელის ვარჯიშებთან ერთად ასევე, ხელს უწყობს ორთოპედიული ქამრები, რომლებსაც მრავალმხრივი დანიშნულება აქვთ. 

ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა  და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს რეკომენდებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან დამზადებული ზურგის კორსეტი, ხოლო რევმატული დაავადებების, წელისა და ზურგის არეში დისკომფორტისა და ტკივილის შესამცირებლად ანტიალერგიული ქსოვილისაგან დამზადებული წელის სტანდარტული კორსეტი გამოგადგებათ.  მოტეხილობების შემთხვევაში კი ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას ჰიპერექსტენზიის კორსეტი უზრუნველყოფს. რაც შეეხება სპორტულ დაზიანებებს, როგორიცაა: ზურგის ქვედა ნაწილის დაჭიმვა, მალთაშუა დისკის თიაქრი, ამ შემთხვევაში ეფექტურია -   ლუმბოსაკრალური ზურგის კორსეტის ტარება.  განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი: 

წელის კორსეტი მეტალის ჩანართით - 26 სმ ან 32 სმ სიგრძის მეტალის ჩანართები და დამატებითი ღვედები უზრუნველყოფს მაქსიმალურ ფიქსაციას.გამოიყენება მალების მოტეხილობის ან დისკის თიაქრის დროს.

მატყლის წელის კორსეტი - უზრუნველყოფს სითბურ ეფექტს წელის არეში.მისი ტარება რეკომენდებულია რადიკულოპათიების დროს.

ზურგის კორსეტი - დამზადებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან, მისი ტარება მარტივად,  ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში. კორსეტს გამოიყენებენ ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს.  ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს . 

მათი მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. ამ პროდუქციის მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები. მათი შეძენა შესაძლებელია საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ბათუმსა და ქუთაისში. კომპანია “ახალი ხედვა” გთავაზობთ ონლაინ შესყიდვასაც. ოფიციალურ ვებგვერდზე - akhalikhedva.ge დარეგისტრირდით და ონლაინ რეჟიმში შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი. შეკვეთილ ნივთს კი კონსულტანტი ადგილზე უმოკლეს დროში მოგიტანთ.