ორთოპედიული ქამარი მშობიარობის შემდგომ

ორთოპედიული ქამარი მშობიარობის შემდგომ  ხელს უწყობს  კუნთების ტონუსის შენარჩუნებას, სასურველ ფორმაში ჩადგომის პროცესის დაჩქარებასა და ზედმეტი გართულებების პრევენციას. ეს პროდუქტი ეფექტურია ორსულობის შემდეგ, როგორც საკეისრო კვეთის, ისე ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში. 

რატომ არის აუცილებელი ქამრის გამოყენება მშობიარობის შემდგომ?

ორსულობის შემდგომ ქალებში ხშირია წონის მატება, პოსტოპერაციული ტრავმები,  ჭრილობის გაღიზიანება და ტკივილები. სწორედ ამიტომ, ქალების უმრავლესობა ამ პრობლემების დასაძლევად სპეციალურ - მშობიარობის შემდგომ ქამრებს იყენებს. ეს პროდუქტი:

ხელს უშლის  მუცლის პრესის მოდუნებას ორსულობის შემდეგ;

უზრუნველყოფს ფორმების სწრაფად აღდგენას;

ოპერაციის შემდეგ იცავს ჭრილობას გარეგანი დაზიანებისგან.

რომელი ორთოპედიული ქამრების გამოყენება რეკომენდირებული მშობიარობის შემდგომ?

კომპანია "ახალი ხედვა" მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის მშობიარობის შემდგომ ქამრებს სთავაზობს. სხვა პროდუქტების მსგავსად, ეს სამედიცინო საშუალებებიც ოპტიმალურ ფასებში თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე მაღაზიებშია წარმოდგენილი. მათი მწარმოებელია თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანია MORSA CYBERG, რომელიც თავის ნაწარმს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას აწვდის. აღსანიშნავია, რომ ის გლობალურ სამედიცინო ბაზარზე  მაღალი ხარისხითა და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა. საქართველოში კი  MORSA CYBERG “ახალი ხედვის” ექსკლუზიური პარტნიორია. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი: 

მუცლის კორსეტი -  ხელს უშლის მუცლის პრესის მოდუნებას ორსულობის შემდეგ და ოპერაციის შემდეგ. ის ასევე იცავს ჭრილობას გარეგანი დაზიანებისგან. 

ორსულობის შემდგომი ბანდაჟი - დამზადებულია ანტი-ალერგიული, ჰაერგამტარი ქსოვილისგან. წრიული კერვის ტექნოლოგია უზრუნველყოფს გვერდითი ნაკერებისგან გამოწვეული დისკომფორტის თავიდან აცილებას. 

ოპერაციის შემდგომი სარტყელი - დამზადებულია 100%-იანი ბამბის ელასტიური მასალისგან, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის მოძრაობას.

გაითვალისწინეთ, რომ მათი გამოყენებისას ზუსტად შეარჩიეთ ზომა, რომ არ გქონდეთ ძალიან მჭიდროდ და არ იწვევდეს ჭრილობის გაღიზიანებას.  მომხმარებლებს ამ პროდუქციის შეძენა მაღაზიების გარდა, ონლაინ მეთოდით, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგაც შეუძლიათ. სასურველ ნივთს კი კურიერი ნებისმიერ ადგილზე უმოკლეს ვადაში მოგაწვდით.