ორთოპედიული რჩევები ორსულებისთვის
ორსულობის პერიოდში მომავალმა დედებმა ექიმების ყველა რეკომენდაცია და რჩევა უნდა გაითვალისწინონ. ამ დროს დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს მედიკამენტების მიღება, თავის მოვლა, კვება თუ სხვა. პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა დედებმა ჯანსაღი ცხოვრების წესი დაიცვან და სწორად იკვებონ. ორსულობის პერიოდში ქალებს სხვადასხვა შეგრძნება და დისკომფორტი აწუხებთ. ამ დროს აკრძალულია მოწევა, თმის შეღებვა, მძიმეების აწევა, ლაზერული ეპილაცია და ცხელი აბაზანების მიღება.
რა უნდა გავითვალისწინოთ ორსულობის დროს?
ორსული ქალებისთვის ერთ-ერთი პრობლემა, წოლის დროს დისკომფორტის არსებობაა, რის გამოც, უჭირთ დაძინება. სამედიცინო სფეროში ბევრი მოსაზრება არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იწვეს ორსული ქალი. ექიმების აზრით, მუცელზე წოლა თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ იქამდე, სანამ გაზრდილი მუცელი მოგცემთ ამის შესაძლებლობას. ასევე, მედიკოსების ნაწილი თვლის, რომ ზურგზე წოლისგან ორსულებმა მე-2 და მე-3 ტრიმესტრში თავი უნდა შეიკავონ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები თვლიან, რომ ყველაზე უსაფრთხო ძილი ორსულობის დროს ორივე - მარჯვენა და მარცხენა მხარეს არის. ორულობის დროს ასევე შესაძლოა, იმატოს კისრისა და ზურგის ტკივილმა ან ქვედა კიდურების შეშუპებამ, ამის შესამცირებლად კი ქალების უმეტესობა ორთოპედიულ პროდუქტებსა და ვარიკოზის მოვლის საშუალებებს იყენებს. მშობიარობამდე ქალები აქტიურად გამოიყენებენ ორსულობის ქამრებს. ამას ბევრი მიზეზი აქვს, ეს პროდუქტი მათ სხვადასხვა პრობლემის დაძლევაში ეხმარება. მაგალითად, წონის მატება, ქვედა კიდურების ვარიკოზი, მუცლის დაწევა და წელის ტკივილი. ამ პერიოდში ასევე, რეკომენდებულია ორსულობის კოლგოტების გამოყენება, რადგან ძალიან ამცირებს როგორც მარტივი ვენური, ასევე უფრო რთული ვარიკოზული დაავადებების წარმოქმნის რისკებს. სისხლძარღვები ნორმალურად ფუნქციონირებს, კოლგოტის ფორმა კი მუცელს იდეალურად მიყვება და საჭირო მოჭერილობა აქვს. მრავალფეროვან საორსულე ორთოპედიულ პროდუქტებს კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს 2012 წლიდან სთავაზობს და ამ მიმართულებით ის მთელ საქართველოში ლიდერი ორთოპედიული მაღაზიათა ქსელია. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს ხდის ექსკლუზიური ბრენდების - Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Bauerfeind-ი,Darco-ს და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციას. მათი შეძენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით. სამედიცინო ჯგუფის ფილიალები თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარეობს. ხელმისაწვდომია კომპანიიის ოფიციალურ გვერდზე ონლაინ შესყიდვაც.