ორთოპედიული რჩევები ორსულობის დროს
თქვენმა ორსულობამ მშვიდად რომ ჩაიაროს, გარკვეული რეკომენდაციები არსებობს, რაც დამატებით გართულებებს თავიდან აგარიდებთ. ორსულობის დროს დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს მედიკამენტების მიღება, თავის მოვლა თუ კვება. ორსულობის პერიოდში აკრძალეთ:
● თმის შეღებვა;
● სიმძიმეების აწევა;
● ლაზერული ეპილაცია;
● ცხელი აბაზანების ხანგრძლივი მიღება;
● მოწევა.
ორსულობის პერიოდში მენჯის ძვლებზე დატვირთვა იზრდება. უმეტესობას წელის ტკივილი ორსულობის მეორე ტრიმესტრში (მე-12 კვირიდან 24-ე კვირამდე) აღენიშნება. ამ დროს რეკომენდებულია საორსულო ქამრის გამოყენება, რომელიც წელის არეში დატვირთვას ამცირებს და მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს. ფეხმძიმობის დროს ქალებს, ასევე, ხშირად აწუხებთ გულძმარვა, რომელსაც ზოგიერთი ჰორმონის (პროგესტერონის) დიდი რაოდენობით გამომუშავება და ფიზიოლოგიური ცვლილებები იწვევს. ასეთ დროს შეგვიძლია, ორსულებს ვურჩიოთ ორთოპედიული ბალიშები, მათ შორის რეფლუქსის საწინააღმდეგო ბალიში, რომელიც დამზადებულია ლატექსის ანტიალერგიული მასალისგან. მოცემული ბალიშის 45 გრადუსით ამაღლებული ზედაპირი უზრუნველყოფს კუჭისა და საყლაპავის სწორ მდგომარეობაში ფიქსაციას და ხელს უშლის კუჭის მჟავის საყლაპავ მილში გადმოსვლას. ის ასევე გვეხმარება შევინარჩუნოთ კისრის და მხრის კუნთების სწორი ანატომიური მდგომარეობა ძილის დროს. თუ ფეხმძიმე ქალს კუდუსუნის არეში ტკივილი აწუხებს ან ბუასილი გაუმწვავდა,ასეთ შემთხვევაში,ყველაზე ეფექტურია სავარძლის ბალიშის გამოყენება, ვინაიდან ბალიშს შუა ნაწილში აქვს სიცარიელე, რაც ხელს უწყობს დატვირთვის შემცირებას უკანა ტანის ვენებზე.
ორსულობის დროს მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, სწორი კვების რაციონის შედგენა და, რა თქმა უნდა, სიმშვიდე. ამ პერიოდში რეკომენდებულია ფეხით სიარული, სიარულის დროს კი სასურველია სილიკონის სუპინატორების ტარება. ეს პროდუქტი სხეულის მასას სწორად ანაწილებს ტერფზე, გააჩნია ამორტიზაციის უნარი, რაც ამცირებს ტკივილს სიარულისას და უზრუნველყოფს კომფორტულ გადაადგილებას. საორსულე ორთოპედიულ პროდუქტებს კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს 2012 წლიდან სთავაზობს და ამ მიმართულებით ის მთელ საქართველოში ლიდერი ორთოპედიული მაღაზიათა ქსელია. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს ხდის ექსკლუზიური ბრენდების - Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Bauerfeind-ი,Darco-ს და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციას. მათ შორის ფილიალებში ორსულებისთვის განკუთვნილი სამედიცინო დანიშნულების მქონე პროდუქტების ფართო არჩევანია წარმოდგენილი. კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიები თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარეობს. გარდა ამისა, სასურველი პროდუქტის შერჩევა ოფიციალურ ვებგვერდზეც შეგიძლიათ: დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.akhalikhedva.ge გამოიწერეთ ნივთი და მას, კურიერი უმოკლეს დროში ნებისმიერ ადგილას მოგაწვდით.