ორთოპედიული საფენები ფეხსაცმელებისთვის

ორთოპედიული საფენები ფეხსაცმელებისთვის არსებობს მყარი და სილიკონის.  ამ პროდუქტებს ბრტყელტერფიანების გარდა, გამოიყენებენ ის ადამიანებიც, რომლებსაც ხშირად ეღლებათ ფეხები ან აქტიური ფიზიკური დატვირთვა უწევთ. ეს პროდუქტი ადამიანებს ტერფთან დაკავშირებული დაავადებების მართვის პროცესში ეხმარება და ამასთანავე, მათი წარმოქმნის პრევენციასაც უზრუნველყოფს. ორთოპედიული საფენები უკვე არსებულ პრობლემებს გვიწესრიგებს და ამასთანავე დიდი ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში შესაძლო გართულებებისგანაც გვიცავს.

როგორ შევარჩიოთ ფეხსაცმელებისთვის ორთოპედიული საფენი?

ორთოპედიული საფენები ფეხსაცმელებისთვის სიარულის კორექციას უზრუნველყოფს და ტერფის არაანატომიური ფუნქციონირებით გამოწვეულ პრობლემებს აწესრიგებს.  იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები მას სხვადასხვა მიზნით ატარებენ ამ პროდუქტით სარგებლობის პერიოდიც ინდივიდუალურია და მისი წინასწარ განსაზღვრა რთულია. თუ ორთოპედიული საფენის გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით გსურთ, შეგიძლიათ, გამოიყენოთ სილიკონის, რომლებიც ტერფზე დატვირთვას ამცირებს და ამსუბუქებს ტკივილისა და გადაღლის შეგრძნებას. თუ უკვე გამოხატული ბრტყელი ტერფი გაქვთ, ექიმი მყარ ორთოპედიულ საფენს შეგირჩევთ, რათა მან მოახდინოს თაღის სტაბილიზაცია და სიარულისა და ფიზიკური აქტივობის პროცესი უფრო კომფორტული იყოს თქვენთვის. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი: 

  • სილიკონის ჩასაფენი -  გამოიყენება ბრტყელი თაღის კორექციისთვის და უზრუნველყოფს ტერფზე ზეწოლის სწორ გადანაწილებას. ეს პროდუქტი ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს. 
  • სილიკონის ღაბაში - გამოყენება ბრტყელი ტერფის კორექციისთვის და ქუსლის დეზის დროს გამოსაყენებლად. მისი ტარება რეკომენდირებულია ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: გამოიყენება შემდეგი სამედიცინო პრობლემების დროს: პლანტარული ფასციიტი, ქუსლის დეზი, მეტატარზალგია, ბრტყელი ტერფი და ქუსლის ტკივილი.
  • საბავშვო სუპინატორი -  მისი  ჩაღრმავებული ქუსლი უზრუნველყოფს ტერფის ჯანსაღ ჩამოყალიბებას. ამ პროდუქტის მოქნილი და შემაღლებული რბილი კიდეები კიდევ უფრო კომფორტულს ხდის ფეხების მოძრაობას.

როგორ შევიძინოთ ორთოპედიული საფენები ფეხსაცმელებისთვის?

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ორთოპედიულ საფენებს ფეხსაცმელებისთვის 2012 წლიდან სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს საერთაშორისო მწარმოებლების მიერ დამზადებულ უმაღლესი ხარისხის  მყარსა და სილიკონის სუპინატორებს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ”ახალი ხედვა” არის გერმანული პრემიუმ ბრენდის, Bauerfeind-ის ექსკლუზიური ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. გარდა ამისა, "ახალი ხედვა" მომხმარებელს ინდივიდუალური ღაბაშის (სუპინატორის) დამზადების სერვისსაც სთავაზობს. ტერფის კომპიუტერული კვლევის შედეგად ინდივიდუალურად თქვენთვის შექმნილი სუპინატორი განსაკუთრებულად ეფექტურია ძვალ-სახსროვანი პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისთვის. ”ახალი ხედვის” ტერფის კლინიკაში კვლევა ტარდება უახლესი თაობის ,Diasu-ს ბრენდის იტალიური აპარატურით, ორთოპედიული საფენებიც ამავე ბრენდის დანადგარზე მზადდება. დაინტერესების შემთხვევაში  დარეკეთ: 032 218 25 38