ინდივიდუალური ორთოპედიული სუპინატორის დამზადება
სამედიცინო ჯგუფი “ახალი ხედვა” გთავაზობთ ინდივიდუალური ორთოპედიული სუპინატორის დამზადებას. მისი გამოყენების შემთხვევაში ტერფის თაღი სწორ ანატომიურ მდგომარეობაში ფიქსირდება. იდეალურია იმ შემთხვევაში, თუ გაწუხებთ ბრტყელტერფიანობა – ტერფის ფორმის ცვლილება, რომელიც ხასიათდება მისი სიგრძივი და განივი თაღების დადაბლებით და ამორტიზაციის ფუნქციის დაკარგვით. გარდა ამისა, სუპინატორის გამოყენება სხვადასხვა მიზეზით შეიძლება:
● თუ გაწუხებთ დიაბეტური ტერფი, ინდივიდუალური ღაბაში უზრუნველყოფს ზეწოლის სწორ განაწილებას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ტერფის ქსოვილებში.
● ვენების ქრონიკული დაავადებების დროს, ხელს უშლის შეშუპებას და ტკივილის განვითარებას ქვედა კიდურებში. გარდა ამისა, აფიქსირებს ტერფს სწორ ანატომიურ მდოგომარეობაში, უზრუნველყოფს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სწორ ფუნქციონირებას.
● ჭარბი წონის შემთხვევაში, ამცირებს ტკივილს, ხელს უშლის მყესების და სახსრების ანთების განვითარებას. სიარულს უფრო კომფორტულს ხდის.
● რევმატიულ დაავადებების დროს აუმჯობესებს დაზიანებული სახსრის ფუნქციას, ამცირებს ტკივილს და ტრავმების ალბათობას.
რა არის სილიკონის სუპინატორი?
სილიკონის სუპინატორი დამზადებულია 100% სილიკონის მასალისგან, საშუალო სიმაგრისაა და გადაკრული აქვს რბილი ქსოვილი. გამოიყენება საყრდენ ზედაპირზე ტერფის ცალმხრივად გამოხატული ზეწოლის დროს (შიგნით ან გარეთა მხარეს). სუპინატორი ფეხსაცმელში თავსდება შესაბამისად ლატერალურ ან მედიალურ კიდესთან და უზრუნველყოფს ტერფის სწორ მდგომარეობაში დაბრუნებას.
როგორ ხდება ინდივიდუალური სუპინატორის დამზადება?
ორთოპედიული სუპინატორის დასამზადებლად ტარდება პოდოსკანირება და ბაროპოდომეტრული კვლევა. პოდოსკანირების დროს ხდება ტერფის კომპიუტერული სკანირება სტატიკურ მდგომარეობაში. ეს პროცედურა ავლენს ტერფის დეფორმაციებს, თაღის მდგომარეობას (სიმაღლე, სიგანე, მოცულობა), ზომებსა და გადახრის კუთხეებს. ბაროპოდომეტრულ კვლევა მაღალი რეზოლუციის მქონე პლატფორმაა, რომელიც საშუალებას იძლევა გაზომოს ტერფის მდგომარეობა დინამიკაში – სიარულის დროს.
დინამიკაში მიღებული ტერფის ანაბეჭდის და პოდოსკანირების შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე დგინდება ტერფის მდგომარეობა და შეიძლება დაისვას ისეთი დიაგნოზი, როგორიცაა სრული ან ნაწილობრივი ბრტყელტერფიანობა, ტერფმრუდობა და სხვა. კვლევის საფუძველზე მზადდება ინდივიდუალური ღაბაში, რომელიც მხოლოდ სუპინატორი არ არის – ის არის პრონატორიც, კორექტორიც და აქვს გამოყენების დიდი სპექტრი ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე.
რატომ არის ინდივიდუალური სუპინატორის დამზადება მნიშვნელოვანი?
ინდივიდუალური სუპინატორის დამზადება მნიშვნელოვანია, რადგან ზუსტად თქვენს საჭიროებებზეა მორგებული. მისი დახმარებით ტერფის თაღი სწორ ანატომიურ მდგომარეობაში ფიქსირდება. უმჯობესია, რომ ღაბაშის სატარებლად შეარჩიოთ მყარი, სპორტული ფეხსაცმელი ან ბოტასი. პირველი 3-4 დღის განმავლობაში გირჩევთ, რომ გამოიყენოთ საათნახევრიდან ორსაათნახევრამდე დროის განმავლობაში – მხოლოდ სიარულის დროს და არა ვარჯიშის ან ფიზიკური აქტივობისას. მომდევნო დღეებში 5 საათის განმავლობაში ატარეთ, სამკურნალო დანიშნულების შემთხვევაში კი – 6 საათი. ორი კვირის შემდეგ ნებისმიერი აქტივობის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ.
სუპინატორის დამზადების ფასი
“ახალი ხედვის” დიაგნოსტიკის ცენტრში ტერფის გამოკვლევა 50 ლარი დაგიჯდებათ, ორთოპედიული სუპინატორის დამზადება კი – 170 ლარი. თუ გსურთ ბტყელი ტერფის გასწორება, მაშინ არ გადადოთ ვიზიტი. მისამართი: წერეთლის გამზირი №2 (დინამოს სტადიონი, კარი №5, სექტორი №1-2). სამუშაო საათები: 10:00-19:00, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. საკონტაქტო ნომერი: 577 32 78 03.