ორთოპედიული ყავარჯენი

ორთოპედიული ყავარჯენი ადამიანებს გადაადგილებაში ეხმარება და რთულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის ის მნიშვნელოვანი საყრდენია.  სამედიცინო ხელჯოხის გამოყენება საჭირო ხდება მაშინ, როდესაც ფეხს ძალა და დატვირთვა არ უნდა დააწვეს და უნდა დავზოგოთ დაზიანებული კიდური ან საჭირო ხდება დამატებითი ატრიბუტი წონასწორობის შესანარჩუნებლად. ამის მიზეზი შეიძლება ფეხზე ან ტერფზე ქირურგიული ჩარევა, სპორტული დაზიანება, ავარია, მოტეხილობა და სულაც მყესების დაჭიმულობა გახდეს. იღლიის ყავარჯენი არის სამედიცინო საშუალება, რომელიც  პაციენტს დამოუკიდებლად გადაადგილებაში ეხმარება. 

რა დროს არის საჭირო ორთოპედიული ყავარჯნის გამოყენება

როგორც ვთქვით, ორთოპედიული ყავარჯენი მნიშვნელოვანი სამედიცინო საშუალებაა იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც სიარული სხვადასხვა მიზეზის გამო უჭირთ. ეს პროდუქტი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს წონასწორობა დაიცვან და მოძრაობა გაიმარტივონ. ამიტომ ყავარჯენი ადამიანებისთვის ყოველდღიურ  მოძრაობასა და გადაადგილებაში დიდ როლს ასრულებს.

კომპანია “ახალი ხედვის” ორთოპედიული ყავარჯენი

კომპანია "ახალი ხედვა" მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ყავარჯნებს სთავაზობს. პროდუქცია ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით 13 ორთოპედიულ მაღაზიაში.სამედიცინო ჯგუფის ფილიალებში წარმოდგენილია იდაყვის და იღლიის ყავარჯნები, რომლებსაც აქვთ პლასტმასის ან სილიკონის საყრდენები. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მათი სიმაღლეში რეგულირება შეგიძლიათ. იდაყვის ყავარჯნის გამოყენება მეტ ძალას მოითხოვს და გამოცდილი პაციენტებისთვის ის უფრო რეკომენდებულია. ეს პროდუქტი უხეშ ან უსწორმასწორო რელიეფზე სტაბილური და ბევრად უფრო მოქნილია. იმ შემთხვევაში, თუ ახალი დაწყებული გაქვთ ორთოპედიული ყავრჯნის ტარება და წონასწორობის შენარჩუნება გიჭირთ, მაშინ თქვენთვის იღლიის ყავარჯენი უფრო მოსახერხებელი იქნება. უმჯობესია, რომ სამედიცინო ხელჯოხი პირად ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეარჩიოთ.