ორსულობის და საკეისროს შემდგომი ქამარი
ორსულობის შემდგომ ქამრებს ქალები აქტიურად ატარებენ, რადგან ეს პროდუქტი ბევრი პრობლემის დაძლევაში ეხმარება მათ. მშობიარობის შემდგომი პერიოდი ქალის ცხოვრებაში არცისე მარტივია და ბევრ დადებით ემოციასთან ერთად, ზოგჯერ გარკვეული სირთულეებიც იჩენს ხოლმე თავს. ეს შეიძლება იყოს წონის მატება, პოსტოპერაციული ტრავმა ან სულაც ჭრილობის გაღიზიანება და ტკივილები. სწორედ ამიტომ, ქალების უმრავლესობა ამ პრობლემების დასაძლევად სპეციალურ - ორსულობის შემდგომ ქამრებს იყენებს. ეს პროდუქტი ხელს უწყობს კუნთების ტონუსის შენარჩუნებას, სასურველ ფორმაში ჩადგომის პროცესის დაჩქარებასა და ზედმეტი გართულებების პრევენციას. საკეისროს შემდგომი ქამრები ეფექტურია ორსულობის შემდეგ, როგორც საკეისრო კვეთის, ისე ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში. მათი გამოყენების პერიოდი ინდივიდუალურად განისაზღვრება და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მისი ტარების ხანგრძლივობა შეიძლება, რამდენიმე კვირით ან თვით განისაზღვროს. სასურველია, რომ ორსულობის და საკეისროს შემდგომი ქამრების გამოყენებამდე მიმართოთ ექიმს და რეკომენდაციები პირადად მისგან მიიღოთ.
რა ტიპის ორსულობის შემდგომი ქამრები არსებობს?
კომპანია "ახალი ხედვა" მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ორსულობის შემდგომ ქამრებს სთავაზობს. სხვა პროდუქტების მსგავსად, ეს სამედიცინო საშუალებებიც ოპტიმალურ ფასებში თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე 12 მაღაზიაშია წარმოდგენილი. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
ოპერაციის შემდგომი ქამარი - ელასტიური ბამბის მასალისგან დამზადებული 26 სმ სიმაღლის კორსეტია,რომელიც გამოიყენება როგორც პოსტოპერაციულად,ასევე მშობიარობის შემდეგ.კორსეტის გამოყენებისას ზუსტად შეარჩიეთ ზომა,რათა არ გქონდეთ ძალიან მჭიდროდ და არ იწვევდეს ჭრილობის გაღიზიანებას.
მუცლის კორსეტი - ხელს უშლის მუცლის პრესის მოდუნებას ორსულობის შემდეგ და ოპერაციის შემდეგ.ის ასევე იცავს ჭრილობას გარეგანი დაზიანებისგან.
მათი მწარმოებელია თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანია MORSA CYBERG, რომელიც თავის ნაწარმს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას აწვდის. აღსანიშნავია, რომ ის გლობალურ სამედიცინო ბაზარზე მაღალი ხარისხითა და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა. საქართველოში კი MORSA CYBERG “ახალი ხედვის” ექსკლუზიური პარტნიორია. სწორედ მაღალი ხარისხისა და ხელმისაწვდომი ფასების გამო, კომპანია “ახალი ხედვის” ყველა პროდუქტზე, მათ შორის საკეისროს შემდგომი ქამრებზე, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. მომხმარებლებს ამ პროდუქციის შეძენა მაღაზიების გარდა, ონლაინ მეთოდით, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგაც შეუძლიათ. სასურველ ნივთს კი კურიერი ნებისმიერ ადგილზე უმოკლეს ვადაში მოგაწვდით.