ორსულობის ქამარი
ორსულობის ქამარი სამედიცინო დანიშნულების მქონე სამედიცინო პროდუქტია, რომელსაც ქალები ორსულობის დროს იყენებენ. მისი ტარების პერიოდი ძირითადად ორსულობის მესამე ტრიმესტრს მოიცავს. მისი გამოყენების მიზანი კი მრავალმხრივია - მაგალითად, საორსულე ქამარი ზურგდამჭერით გამოიყენება პოსტურული დარღვევებისა და მსუბუქი ხარისხის კიფოზის დროს.საორსულო ბანდაჟის ტარება ასევე მიზანშეწონილია იმ ქალებისთვის, ვისაც აქტიური ცხოვრება უწევს. ორსულისთვის 2-3 საათზე მეტხანს ფეხზე ყოფნა უკვე აქტიურ ცხოვრების წესად ითვლება. დღესდღეობით კი მომავალი დედების უმრავლესობა სწორედ ასეთ რეჟიმშია - ამიტომ 4 თვიდან ქალს უკვე შეუძლია, რომ საორსულო სარტყელი ატაროს.
როგორ შევარჩიოთ საორსულე ქამარი?
უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა ზომის საორსულე ქამრებს გვთავაზობს კომპანია “ახალი ხედვა” . სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში წარმოდგენილი ეს პროდუქცია დამზადებულია ბამბის ელასტიური ჰაერგამტარი ქსოვილისგან და მასში არსებული ფორების წყალობით ოფლის წარმოქმნა მინიმუმამდეა დაყვანილი. საორსულე ბანდაჟს აქვს დამატებითი ღვედები და პლასტმასის ჩანართები, რომლებიც ფიქსაციას აძლიერებს. თუ ორსულობის დროს დაჭიმულობას გრძნობთ და ზურგის არეში ტკივილს განიცდით, მაშინ 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან დამზადებული საორსულე სარტყელი უნდა ატაროთ,რომელსაც ზურგდამჭერიც აქვს და ხერხემალში ტკივილის შემსუბუქებასაც უწყობს ხელს.საორსულე ბანდაჟის გამოყენება კი ზურგის კუნთების გაძლიერებას უზრუნველყოფს და მუცლის დაწევას უშლის ხელს. მისი დამატებითი შესაკრავები ასევე ხელს უწყობს წელის არის გაძლიერებას. გარდა იმისა, რომ საორსულე ქამრები ზურგის არეში ტკივილის შემსუბუქებას უწყობს ხელს და ქალებს სხვა პრობლემების დაძლევაშიც ეხმარება, ის ასევე ორსულებში ხერხემლის სხვადასხვა დაავადების განვითარების პრევენციასაც ახდენს. სასურველია, რომ საორსულე ქამრების გამოყენებამდე კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ და მისი დანიშნულების მიხედვით გამოიყენოთ შერჩეული პროდუქტი.
როგორ შევიძინოთ საორსულე ქამარი?
კომპანია “ახალი ხედვის” საორსულე ქამრების შეძენა თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონშია შესაძლებელი. სამედიცინო ჯგუფის ფილიალები გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარეობს. გარდა ამისა, სასურველი ნივთის შეძენა ონლაინ მეთოდით - კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგაც ხდება. გამოწერის შემდეგ კი ნივთს ნებისმიერ ადგილას უმოკლეს ვადაში მოგიტანთ. აღსანიშნავია, რომ ქართულ ბაზარზე „ახალი ხედვა“ 2012 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს სამედიცინო დანიშნულების მქონე პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. კომპანია წარმატებით ახორციელებს პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას, ასევე მუშაობს ინდივიდუალური, სპეციალიზირებული შეკვეთების მიმართულებით. ის არის Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის , Bauerfeind-ის, Darco-ის და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.