ფეხის არასწორი დგომა - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

ფეხის არასწორი დგომა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ბავშვებშიც და ზრდასრულებშიც ხშირად ხდება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვადასხვა დარღვევის მიზეზი. როდესაც ტერფი სხეულის წონას არასწორად ანაწილებს, ეს იწვევს არა მხოლოდ ადგილობრივ დისკომფორტს, არამედ დროთა განმავლობაში ნეგატიურად აისახება მუხლებზე, მენჯ-ბარძაყის სახსრებსა და ხერხემალზეც კი. ტერფის დეფორმაციებისა და არასწორი პოზიციის ადრეული დიაგნოსტიკა გადამწყვეტია სერიოზული გართულებების თავიდან ასაცილებლად. 

ფეხის არასწორი დგომის გამომწვევი მიზეზები

  • ტერფის არასწორი პოზიციონირება იშვიათად არის ერთი კონკრეტული ფაქტორის შედეგი; ის ძირითადად თანდაყოლილი ანატომიური თავისებურებებისა და ცხოვრებისეული ჩვევების ერთობლიობით ყალიბდება.
  • გენეტიკური განწყობა და თანდაყოლილი ფაქტორები: ხშირად, ბრტყელტერფიანობა ან ტერფის სხვა დეფორმაციები ოჯახური ანამნეზიდან მომდინარეობს.
  • არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი: მყარი, ვიწრო, გამოკვეთილი სუპინატორის არმქონე ან ზედმეტად მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხშირი ტარება აზიანებს ტერფის ბუნებრივ თაღს.
  • ჭარბი წონა: სხეულის ზედმეტი მასა მნიშვნელოვნად ზრდის დატვირთვას ტერფებზე, რაც იწვევს თაღის დაწევასა და ფორმის შეცვლას.
  • მყესებისა და კუნთების სისუსტე: ფეხის კუნთოვანი კორსეტის სისუსტე ვერ უზრუნველყოფს ტერფის სახსრების საიმედო ფიქსაციას.
  • ტრავმები და გადატანილი დაავადებები: კოჭ-წვივის სახსრის ძველი დაზიანებები ან ისეთი ქრონიკული პრობლემები, როგორიცაა ართრიტი, ხშირად ცვლის სიარულის მანერასა და ფეხის დგომას.

ფეხის არასწორი დგომის მკურნალობა 

ფეხის არასწორი დგომის მკურნალობის დაწყება საწყის ეტაპზევე მნიშვნელოვანია, რადგან დროთა განმავლობაში მთელ საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას უქმნის საფრთხეს. სწორად შერჩეული ფიზიკური აქტივობითა და ხარისხიანი ორთოპედიული პროდუქტების გამოყენებით სავსებით შესაძლებელია დისკომფორტის აღმოფხვრა და  ტერფის სწორი პოზიციის დაბრუნება. მკურნალობის დაწყებამდე,  მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკის ჩატარება. ტერფის დიაგნოსტიკა “ახალ ხედვაში” ტარდება იტალიური ფირმა Diasus-ს ულტრასენსორული აპარატით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. ბაროპომეტრული დიაგნოსტიკა და სკანირება ტერფის ფორმის, ყრდნობის ფართის, სიმძიმის ღერძისა და სხვა მნიშვნელოვან დეტალების შესახებ იძლევა ინფორმაციას. სწორი დიაგნოზის დასმის შემდეგ კი კლინიკაში ინდივიდუალური სუპინატორების დამზადებაც არის შესაძლებელი. გარდა ამისა, კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს სთავაზობს ორთოპედიული სუპინატორების ფართო ასორტიმენტს — როგორც მყარ, ისე სილიკონის მოდელებს, რომლებიც სხვადასხვა საჭიროებისთვისაა შექმნილი. გავეცნოთ რამდენიმე მათგანს:

  • სილიკონის სუპინატორი - უზრუნველყოფს ტერფის სწორ პოზიციაში დაფიქსირებას. გამოიყენება მაშინ, როცა ტერფზე ზეწოლა ერთ მხარეს არის გადატანილია. ძალიან კომფორტულად თავსდება ფეხსაცმელში და ყოველდღიური ტარებისთვის იდეალურია.
  • მყარი ჩასაფენი - ეხმარება ტერფზე ზეწოლის სწორ გადანაწილებას და ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს. გამოიყენება ბრტყელი თაღის კორექციისთვის და ტერფის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად.
  • ფოლადის ჩასაფენი - გამოიყენება ბრტყელტერფიანობის დროს და ასრულებს ტერფის კუნთების მასაჟორის ფუნქციას. რეკომენდებულია სპორტული აქტივობებისა და მძიმე ფიზიკური დატვირთვისას. ეფექტურად ამცირებს ტკივილსა და დაძაბულობას ტერფის არეში.

მათი შეძენა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ისე ონლაინ მეთოდით. თქვენთვის სასურველი ორთოპედიული პროდუქტების შესაკვეთად და კონსულტაციისთვის დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: 032 2 18 25 38