ფეხის არასწორი დგომა – რა იწვევს და როგორ მოქმედებს სიარულზე?

ფეხის სწორ მდგომარეობას ყოველდღიურ მოძრაობაში გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ტერფი სხეულის საყრდენია და სიარულისას დატვირთვის სწორად გადანაწილებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. როდესაც ფეხის დგომა ან ტერფზე დაყრდნობა დარღვეულია, ცვლილება შესაძლოა მხოლოდ ტერფის არეში არ დარჩეს და დროთა განმავლობაში სიარულის მანერაზე, მუხლებზე, მენჯსა და ზურგზეც აისახოს. ბევრი ადამიანი ვერც კი აკავშირებს ქრონიკულ წელისა თუ მუხლის ტკივილს ტერფის პრობლემებთან.

რა იწვევს ფეხის არასწორ დგომას?

მიზეზი ყოველთვის ერთი კონკრეტული ფაქტორი არ არის. ტერფის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს როგორც ანატომიური თავისებურებები, ისე ყოველდღიური ჩვევები და დატვირთვა. ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს შორის შეიძლება იყოს:

  • გენეტიკური ან თანდაყოლილი თავისებურებები;
  • ბრტყელტერფიანობა და ტერფის სხვა დეფორმაციები;
  • არასწორად შერჩეული ან ვიწრო ფეხსაცმელი;
  • ჭარბი წონა და ტერფზე გაზრდილი დატვირთვა;
  • კუნთებისა და მყესების სისუსტე;
  • ძველი ტრავმები ან სახსრების ქრონიკული პრობლემები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრობლემის დროული აღმოჩენა, რადგან არასწორი დაყრდნობა შესაძლოა თანდათან აისახოს მთელი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მუშაობაზე.

როგორ მოქმედებს არასწორი დგომა სიარულზე?

ტერფი სიარულის დროს ამორტიზაციისა და სხეულის წონის გადანაწილების ფუნქციას ასრულებს. როდესაც ეს მექანიზმი დარღვეულია, იცვლება ნაბიჯის ბუნებრივი მოძრაობა და დატვირთვა შესაძლოა სხვა უბნებზე გადავიდეს. ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს:

  • სიარულის დროს ტერფის სწრაფი დაღლა;
  • ქუსლის, ტერფის ან კოჭის ტკივილი;
  • მუხლისა და მენჯის მიდამოში დამატებითი დატვირთვა;
  • ფეხსაცმლის ძირის ერთ მხარეს მეტად გაცვეთა;
  • ხანგრძლივი დგომისა და სიარულის გაძნელება.

ბრტყელტერფიანობის დროს, მაგალითად, ტერფის დაყრდნობის ცვლილებამ შესაძლოა სიარულის ბიომექანიკა შეცვალოს.

რატომ არის მნიშვნელოვანი ტერფის დიაგნოსტიკა?

ფეხის არასწორი დგომის შეფასება მხოლოდ გარეგნული დათვალიერებით ყოველთვის საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია გაირკვეს, როგორ ნაწილდება დატვირთვა ტერფზე როგორც დგომისას, ისე მოძრაობის დროს. კომპანია „ახალი ხედვა“ ტერფის დიაგნოსტიკისას იყენებს Diasus-ის აპარატურას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ბაროპოდომეტრიისა და პოდოსკანირების ჩატარება. კვლევა იძლევა ინფორმაციას ტერფის ბიომექანიკის, დატვირთვის განაწილებისა და მისი ანატომიური თავისებურებების შესახებ. მიღებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია ინდივიდუალური სუპინატორის დამზადებაც. კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს სთავაზობს როგორც ინდივიდუალურად დამზადებულ, ისე მზა ორთოპედიულ სუპინატორებს. არჩევანში შედის სხვადასხვა ტიპის სილიკონისა და მყარი სუპინატორები, რომლებიც ტერფზე დატვირთვის სწორ გადანაწილებასა და სტაბილურობის მხარდაჭერას ემსახურება. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი: 

  • run and walk (სპორტული სუპინატორი) - გამოიყენება ბრტყელტერფიანობის დროს. მისი გამოყენება შესაძლებელია სპორტული აქტივობებისა და მძიმე ფიზიკური დატვირთვისას. სუპინატორი ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს და უზრუნველყოფს კომფორტულ გადაადგილებას მთელი დღის განმავლობაში.
  • სილიკონის სუპინატორი - უზრუნველყოფს ტერფის სწორ მდგომარეობაში დაფიქსირებას. ხელს იწყობს ტერფის ამორტიზაციის ფუნქციასა და გამოიყენება საპროფილაქტიკოდ. სილიკონის სუპინატორი ფეხსაცმელში კომფორტულად თავსდება.
  • ფოლადის ჩასაფენი - უზრუნველყოფს ტერფზე ზეწოლის სწორ გადანაწილებას. ეს პროდუქტი გამოიყენება ბრტყელი თაღის კორექციისთვის და ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს გადაადგილების დროს.

სასურველი პროდუქტების შერჩევა კომპანიის საფირმო სამედიცინო მაღაზიებში თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში არის შესაძლებელი. გარდა ამისა,  სამედიცინო ნივთების ყიდვა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეც არის ხელმისაწვდომი. 

როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს?

თუ ფეხის არასწორ დგომას თან ახლავს ტკივილი, ხშირი დაღლა, შეშუპება, სიარულის მანერის ცვლილება ან ფეხსაცმლის არათანაბარი ცვეთა, პრობლემის იგნორირება არ ღირს. ადრეული შეფასება საშუალებას იძლევა მიზეზი დროულად დადგინდეს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კორექცია შეირჩეს.