პოდაგრის ფიქსატორი და სილიკონი

პოდაგრის ფიქსატორები გამოიყენება ამ დაავადებით გამოწვეული ცერა თითის დეფორმაციის დროს.  ეს პროდუქტი  ფეხის დიდ თითს ანატომიური მდგომარეობის შენარჩუნებაში ეხმარება. პოდაგრის მთავარი სიმპტომი ერთი ან რამდენიმე სახსრის მტკივნეული ანთება და შეშუპებაა, რაც,თავისთავად, ტკივილთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, პოდაგრა  მოძრაობაში ხელის შემშლელი და დისკომფორტის შემქმნელია - ფიქსატორები კი ამ დროს განაცალკევებს ცერა და მეორე თითს ერთმანეთისგან, ხსნის დისკომფორტს და ამსუბუქებს ტკივილს. 

რა ტიპის პოდაგრის ფიქსატორები არის “ახალ ხედვაში”?

კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს პოდაგრის ფიქსატორების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. მათი მწარმოებელია საერთაშორისო  ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger.  განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

ფეხის თითის სამაგრი (ღამის) - დამზადებულია ლამინირებული მასალისგან და ეხმარება ფეხის დიდ თითს ანატომიური მდგომარეობის შენარჩუნებაში.მას აქვს მეტალის ჩანართი,რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი ხარისხის ფიქსაციას.

ფეხის თითის სამაგრი (დღის) - დამზადებულია ნეოპრინის ელასტიური ქსოვილისგან, მისი ტარება  შესაძლებელია ფეხსაცმლის შიგნითაც.ის გვეხმარება დეფორმირებული სახსრის განზიდვასა და სწორ მდგომარეობაში შენარჩუნებაში.

ამ პროდუქტების შეძენა  შესაძლებელია კომპანია „ახალი ხედვის“   14 ორთოპედიულ მაღაზიაში, რომლებიც თბილისის გარდა, საქართველოს ოთხ რეგიონშია წარმოდგენილი. სამედიცინო ჯგუფს ქართულ ბაზარზე არსებობის თითქმის ათწლიანი გამოცდილება აქვს და მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს ოპტიმალურ ფასებში სთავაზობს. სასურველი ნივთის შეძენა ასევე შესაძლებელია კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ონლაინ რეჟიმში. შერჩეულ ნივთს კი ადგილზე კურიერი ან ფოსტის თანამშრომელი უმოკლეს ვადაში მოგაწვდით.

“ახალი ხედვის” პოდაგრის სილიკონი

პოდაგრის საწინააღმდეგოდ კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს სილიკონის ფეხის თითების დამჭერსაც სთავაზობს. ეს პროდუქტი განაცალკევებს ცერა და მეორე თითს ერთმანეთისგან, ხსნის დისკომფორტს და ამსუბუქებს ტკივილს ამ დაავადების დროს.

პოდაგრის საწინააღმდეგო სილიკონი  - დამზადებულია 100% სამედიცინო დანიშნულების სილიკონისგან და განაცალკევებს ფეხის დიდ და მეორე თითს ერთმანეთისგან. ის ამცირებს დეფორმაციით გამოწვეულ დისკომფორტს და იცავს სახსარს დამატებითი მექანიკური ზემოქმედებისგან.

დამატებით რა უნდა ვიცოდეთ პოდაგრის ფიქსატორებისა და სილიკონების შესახებ?

პოდაგრის ფიქსატორებისა და სილიკონის დამჭერის ტარება დამოკიდებულია დაავადების ხანგრძლივობასა და მის სირთულეზე.  პოდაგრა ხომ ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული სისტემური დაავადებაა და ეს პროდუქტები მისი მართვის მხოლოდ ერთ-ერთი  საშუალებაა.  ამიტომ აუცილებელია, რომ პოდაგრის არსებობის შემთხვევაში ექიმთან კონსულტაცია გაიაროთ და ინდივიდუალურად მიიღოთ რჩევები მათი გამოყენების შესახებ. თუმცა ტკივილისა და დისკომფორტის შემცირების მიზნით პოდაგრის ფიქსატორების რამდენიმე მოდელის ტარება ფეხსაცმლის შიგნითაც მარტივად არის შესაძლებელი.