პროტრუზია - სიმპტომები და მკურნალობის გზები

პროტრუზია დისტროფიული ხასიათის პათოლოგიაა. ამ დროს ხერხემლის არხში მალთაშუა დისკის გადაადგილება ხდება. მალთაშუა დისკის თიაქრების დროს მალების სხეულების საზღვრებს მიღმა,  დისკის სხვადასხვა ზომის ლოკალური ამობურცულობაც ჩნდება.  ამასთანავე რბილი ბირთვი რჩება ფიბროზული რგოლის ბოჭკოების შიგნით. ფიბროზული რგოლი კი სუსტდება და იწელება. ამ დაავადების დროული მკურნალობა დაგვეხმარება თავიდან ავირიდოთ და არ გამოვიწვიოთ ყველაზე სავარაუდო გართულება — მალთაშორისი დისკის თიაქარი. რადგან ადრე თუ გვიან დისკის დაზიანება გამოიწვევს ფიბროზული რკალის გარღვევას და თიაქარის გაჩენას. ამასთან არასასიამოვნო სიმპტომები იზრდება, ტკივილი ხდება ქრონიკული. მკურნალობის გარეშე დატოვებული თიაქრები, კი იწვევენ ფიბროზული კაპსულის შეხორცებას და კიდევ მეტად აზიანებენ ზურგის ტვინის ნერვებს.

პროტრუზიიის სიმპტომები

მალთაშუა დისკის პროტრუზიასა და თიაქარს უმეტეს შემთხვევაში ახასიათებს ძლიერი ტკივილი, რომელიც გამოწვეულია დისკის გადანაცვლებით მალთაშუა საზღვრებიდან და ზეწოლით ნერვულ ფესვზე. პირველ რიგში საჭიროა მოხდეს ანთებითი პროცესის ჩაქრობა და კუნთოვანი სპაზმის მოხსნა. პროდტუზიის სიმპტომებია:

ბეჭის ძვლებს შორის ტკივილი;

სიმძიმის შეგრძნება გულმკერდისა და წელის არეში;

სუნთქვის გაძნელება;

კიდურების დაბუჟება.

რა იწვევს პროტრუზიას?

პროტრუზიისა და თიაქრის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს მალთაშუა დისკების დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებები. ამ დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს: 

მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი დეფორმაცია;

სქოლიოზი;

არასწორი ფიზიკური დატვირთვა;

ჭარბი წონა და სიმძიმის ცენტრის გადანაცვლება;

ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა;

გენეტიკური ფაქტორი;

ტრავმა;

სტრესი.

პროტრუზიის მკურნალობა

ექიმის მეთვალყურეობისა და რეაბილიტაციის გარეშე მალთაშუა დისკის პროტრუზია შესაძლებელია გადავიდეს მალთაშუა დისკის თიაქარში. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოზისა და მკურნალობის პროცესის ჩატარება. გაითვალისწინეთ, რომ ფიზიკური ვარჯიშები ხსნის ტკივილს და ანთებას ხერხემლის სვეტში. სწორი ფიზიკური დატვირთვის დროს იხსნება სპაზმი კუნთებში, სპაზმის მოხსნის შემდეგ, კი უმჯობესდება კუნთების ტონუსი და მიკროცირკულაცია.