ქუსლის ჩასაფენი

ქუსლის ჩასაფენი სამედიცინო დანიშნულების მქონე პროდუქტია, რომელიც აქილევსის მყესის დაზიანებისა და მენჯ-ბარძაყის დეფორმაციის დროს გამოიყენება. მისი ზედაპირი დაფარულია რბილი ქსოვილით, რომელიც შთანთქავს ტენს და არ აოფლიანებს ფეხს. მას ატარებენ როგორც სიარულის, ასევე სპორტული აქტივობის დროს, ქუსლის ასამაღლებლად. გარდა ამისა, ქუსლის ჩასაფენი გამოიყენება ტრავმის შემდგომ და ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა:
● პლანტარული ფასციიტი;
● ქუსლის დეზი;
● ბრტყელი ტერფი;
● აქილევსის მყესი.
ქუსლის ჩასაფენის ბენეფიტები
ქუსლის ჩასაფენი ხელს უწყობს ტკივილის შემცირებასა და დისკომფორტის მოხსნას. ეს პროდუქტი ადამიანებს სხვადასხვა დაავადების დროს მკურნალობის პროცესში ეხმარება და ტკივილსაც უმსუბუქებს. ქუსლის ჩასაფენები გამოიყენება:
● აქილევსის მყესის დაზიანების დროს;
● მენჯ-ბარძაყის სახსარზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ;
● იცავს ქუსლის ირგვლივ მდებარე რბილ ქსოვილებს მუდმივი ტრავმირებისგან.
როგორ შევარჩიოთ ქუსლის ჩასაფენი?
ქუსლის ჩასაფენების მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი კომპანია “ახალ ხედვაში”. უმაღლესი ხარისხის ეს პროდუქცია სამედიცინო ჯგუფის ფილიალებში: თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისშია წარმოდგენილი. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
● ქუსლის ფიქსატორი - გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ქუსლის არეში ძლიერი ტკივილი და შეშუპება გაწუხებთ .
● ქუსლის სუპინატორი - დამზადებულია სილიკონისგან და იდეალურია ქუსლის ტკივილი დროს. ასევე რეკომენდებულია მისი ტარება ქუსლის დეზის შემთხვევაში . ქუსლის დეზი არის წვეტიანი წანაზარდი და ხშირად აწუხებს სპორტსმენებს, რომლებიც ბევრს დარბიან. ქუსლის დეზის გამომწვევ მიზეზებს შორისაა არასწორი სიარული და დგომის დარღვევა, ასევე ჭარბი წონა და არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარება.
● ქუსლის სილიკონის ბალიში - დამზადებულია 100% სილიკონის მასალისგან და დაფარულია რბილი ქსოვილით, რომელიც შთანთქავს ტენს და არ აოფლიანებს ფეხს. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სიარულის, ასევე სპორტული აქტივობის დროს ქუსლის ასამაღლებლად. ის ქვედა კიდურს საშუალოდ 1სმ-ით ამაღლებს.
ქუსლის ჩასაფენის გამოყენების წესები
ქუსლის ჩასაფენის გამოყენების ზუსტი დრო არ არსებობს. მისი ტარება დამოკიდებულია პრობლემის სიმწვავეზე, ამიტომ უმჯობესია ეს საკითხი სპეციალისტთან გაიაროთ და მისი რეკომენდაციით მოხდეს ამ სამედიცინო პროდუქტის გამოყენების ვადების განსაზღვრა.