ქუსლის ნერვის ანთება

 

ქუსლის ნერვის ანთება ტენდიტს უკავშირდება. ეს პრობლემა დისკომფორტს ქმნის  განსაკუთრებით ვარჯიშის დროს. პაციენტები დაავადების დროს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს იღებენ. გარდა ამისა, მკურნალობის პროცესში ინიშნება ფიზიოთერაპია.

რამ შეიძლება გამოიწვიოს ქუსლის ნერვის ანთება?

ქუსლის ნერვის ანთება შესაძლოა გამოიწვიოს ფიზიკურმა აქტივობამ, ტრავმამ და მყესის დაზიანებამ, ასევე დაჭიმულობამ ან ანთებამ. მისი გამომწვევი მიზეზებია ასევე: 

არასწორ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნის დროს ზეწოლა; 

არასწორად მორგებული თაბაშირის ან ფიქსატორის ზეწოლა; 

უბედური შემთხვევები და სხვა.

რა სიმპტომები ახასიათებს ქუსლის ნერვის ანთებას?

ქუსლის ნერვის ანთების დროს ტკივილი ლოკალიზებულია წვივის უკანა ზედაპირზე, ქუსლის ძვლის ზედა ნაწილში. ამ პრობლემას მძაფრი და გაუსაძლისი ტკივილები ახასიათებს.   ქუსლის  ნერვის ანთების სიმპტომებია: 

ტკივილი;

დაბუჟება;

მოძრაობის შეზღუდვა.

მკურნალობის გზები 

სწორი  მკურნალობის პროცესისთვის აუცილებელია მიმართოთ ექიმს და გაიკეთოთ შესაბამისი გამოკვლევები. ქუსლის ნერვის შეტევითი ტკივილის დროს ასევე, უნდა შეარჩიოთ ისეთი მდებარეობა , რომელიც შეგიმსუბუქებთ ტკივილს. ამ დროს გარდა, მედიკამენტოზური და ფიზიოტერაპიული მკურნალობისა მნიშვნელოვანია ფიქსატორების გამოყენება. ამ პროდუქციის  მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი კომპანია “ახალ ხედვაში”.  უმაღლესი ხარისხის ქუსლის ფიქსატორები სამედიცინო ჯგუფი ფილიალებში: თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისშია წარმოდგენილი. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი: 

ქუსლის სილიკონის თასი - გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ქუსლის არეში ძლიერი ტკივილი და შეშუპება გაწუხებთ . ასევე რეკომენდებულია მისი ტარება ქუსლის დეზის შემთხვევაში. ქუსლის დეზი არის წვეტიანი წანაზარდი და  ხშირად აწუხებს სპორტსმენებს, რომლებიც ბევრს დარბიან. ქუსლის დეზის გამომწვევ მიზეზებს შორისაა არასწორი სიარული და დგომის დარღვევა, ასევე ჭარბი წონა და არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარება. 

ქუსლის სუპინატორი დამზადებულია 100%-ით სილიკონის მასალისგან და  იდეალურია ქუსლის ზოგადი ტკივილისა და ბრტყელტერფიანობის საპროფილაქტიკოდ. 

ქუსლის სილიკონის ბალიში  -  ეფექტურია როგორც აქილევსის მყესის დაზიანებისა და მენჯ-ბარძაყის სახსრის დეფორმაციის დროს, ქვემო კიდურების სიგრძის გასათანაბრებლად, ასევე ტრავმის შემდგომ პერიოდში. ის დამზადებულია 100% სილიკონის მასალისგან და დაფარულია რბილი ქსოვილით, რომელიც შთანთქავს ტენს და არ აოფლიანებს ფეხს. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სიარულის, ასევე სპორტული აქტივობის დროს ქუსლის ასამაღლებლად.

მათი შეძენა შესაძლებელია ონლაინ მეთოდითაც. კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ სასურველ ნივთს მარტივად გამოიწერთ. შერჩეულ ფიქსატორს საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ რეგიონში მოგაწვდით.