ქუსლის ტკივილი და მკურნალობის გზები
ქუსლის ტკივილი ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანებს დისკომფორტს უქმნის და ეს არასასიამოვნო შეგრძნება მათ შრომისუნარიანობაზეც აისახება. ქუსლის ძვლის ტკივილის მიზეზი უმეტესად არის ე.წ. პლანტარული ფასციიტი . ეს არის გარსის ანთება, რომელიც ბრტყელტერფიანობის, ჭარბი წონის, ფიზიკური გადატვირთვის და არასწორად შერჩეული ფეხსაცმლის გამო იჭიმება. ამიტომ მკურნალობის მიზნით აუცილებელია ახალი, კოფორტული ფეხსაცმლის შეძენა. ასევე იყენებენ როგორც მედიკამენტურ საშუალებებს, ისე ფიზიოთერაპიასა და დარტყმით თერაპიას.მედიკამენტებიდან ინიშნება ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები.
რამ შეიძლება გამოიწვიოს ქუსლის ტკივილი?
ქუსლის ტკივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ქუსლის ძვლის დეზი,ფასციის დაზიანება და ანთების შედეგად გაძვალებული ქსოვილი. შესაძლებელია, მიზეზი ასევე იყოს კოჭ-წვივის ართრიტი,კოჭ-წვივის სახსრის ანთება,რაც შესაძლოა, გამოიწვიოს ტრავმამ, ქრონიკულმა არასტაბილურობამ, სისტემურმა ანთებითმა დაავადებამ. ასევე ქუსლის ტკივილის გამომწვევი ფაქტორებია:
● ქუსლის დაჭმულობა
● რეაქტიული და რევმატოიდული ართრიტი;
● პოდაგრა
● ოსტეოპოროზი
● აქილევსის ტენდინიტი;
● აქილევსის მყესის გაწყვეტა;
● ბურსიტი;
ქუსლის ტკივილის მკურნალობის გზები
როგორც აღვნიშნეთ, მკურნალობის პირველ ეტაპზე უნდა გამოცვალოთ ფეხსაცმელი. დარწმუნდით, რომ ის კარგად გერგებათ და ხელს უწყობს ფეხის ნორმალურ გაშლას. გარდა ამისა, მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია ქუსლის ფიქსატორების ტარება, რომლებიც სხვადასხვა დაავადების და ტრავმის შემდგომ პერიოდში გამოიყენება. ამ პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი კომპანია “ახალ ხედვაში”. უმაღლესი ხარისხის ქუსლის ფიქსატორები სამედიცინო ჯგუფის 12 ფილიალში: თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისშია წარმოდგენილი. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
● ქუსლის ფიქსატორი, იგივე ქუსლის სუპინატორი ან ქუსლის თასი დამზადებულია სილიკონისგან და იდეალურია ქუსლის ტკივილი დროს. ასევე რეკომენდებულია მისი ტარება ქუსლის დეზის შემთხვევაში . ქუსლის დეზი არის წვეტიანი წანაზარდი და ხშირად აწუხებს სპორტსმენებს, რომლებიც ბევრს დარბიან. ქუსლის დეზის გამომწვევ მიზეზებს შორისაა არასწორი სიარული და დგომის დარღვევა, ასევე ჭარბი წონა და არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარება.
● სილიკონის ქუსლის ბალიში - გამოიყენება სხვადასხვა დაავადების დროს. ქუსლის ასამაღლებელი ბალიშის ტარება ეფექტურია როგორც აქილევსის მყესის დაზიანებისა და მენჯ-ბარძაყის სახსრის დეფორმაციის დროს, ქვემო კიდურების სიგრძის გასათანაბრებლად,ასევე ტრავმის შემდგომ პერიოდში. ის დამზადებულია 100% სილიკონის მასალისგან და დაფარულია რბილი ქსოვილით, რომელიც შთანთქავს ტენს და არ აოფლიანებს ფეხს. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სიარულის, ასევე სპორტული აქტივობის დროს ქუსლის ასამაღლებლად.ის ქვედა კიდურს საშუალოდ 0,8 სმ-ით ამაღლებს.