ქვედა კიდურების ტკივილი
ქვედა კიდურების ტკივილის უამრავი მიზეზი არსებობს, იქნება ეს უბრალოდ ფეხის გადაბრუნება, თუ, მაგალითად, ისეთი რთული დაავადება, როგორიცაა მენჯ-ბარძაყის ართროზი. ადამიანებში ეს პრობლემა შესაძლოა სპორტულმა ტრავმამ, მყესის და კუნთის დაზიანებამ ან რომელიმე დაავადებამ გამოიწვიოს. ქვედა კიდურების ტკივილს ხშირად იწვევს ვარიკოზიც. ეს არის ვენების დაავადება, რომლის პირველი ნიშანი - ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის შემდეგ, დღის ბოლოს, ფეხების შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება და კანჭებში წვის შეგრძნებაა. ხშირად ადამიანებს კოჭის ტკივილიც აწუხებთ, რაც, ძირითადად, სირბილის ან სწრაფი მოძრაობისას სახსრის გადაჭარბებული დატვირთვით, მოხრით, გაშლით ან შებრუნებით არის გამოწვეული. ასევე, წლების მატებასთან ერთად, სასახსრე ხრტილების ცვეთა იწვევს დისკომფორტს, შესიებასა და შეზღუდულ მოძრაობას. სახსრების ტკივილი რევმატულ დარღვევებს მიეკუთვნება, რა დროსაც ზიანდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი. სახსრებისა და კუნთების ტკივილი ზოგჯერ გაუსაძლისია და იწვევს არა მარტო ფიზიკური შრომის უნარის დაკარგვას, არამედ კონცენტრაციის უნარზეც უარყოფითად მოქმედებს.
ქვედა კიდურების ტკივილის სიმპტომები
თუ ქვედა კიდურების ტკივილისა და დისკომფორტის მიზეზი ვარიკოზია, მაშინ იცოდეთ, რომ მას ახასიათებს ისეთი შეუმჩნეველი სიმპტომები, როგორიცაა - წვივებისა და ტერფების ქავილი, რასაც სისხლძარღვებში მიმდინარე პროცესები იწვევს. ამ დროს კანი ვეღარ იკვებება ადექვატურად, რის შედეგადაც ვითარდება სიმშრალე, აქერცვლა და ქავილი. თუ საქმე გვაქვს მყესებისა და იოგების დაზიანებასთან, ამ დროს სიმპტომები განსხვავებულია. ყველაზე გავრცელებულია ტერფის მყესის დაჭიმულობა. მას ტკივილი და შეშუპება ახასიათებს, რის გამოც შეუძლებელია ფეხის დადგმა და კომფორტული მოძრაობა. ფეხების ტკივილი ხშირად უკავშირდება კუნთების ტკივილსაც, რაც ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ ვითარდება.
გამომწვევი მიზეზები
ფეხის ღრძობა, გადაბრუნება და მყესების დაჭიმულობა, სამწუხაროდ, ხშირია სპორტსმენებში, რადგან ფეხის დაზიანების ძირითადი მიზეზია სირბილის ან სწრაფი მოძრაობისას სახსრის გადაჭარბებული დატვირთვა. ვარიკოზი პროფესიული მიზეზით შეძენილი ან მემკვიდრეობით გადმოცემული დაავადებაა. მისი გამომწვევი მიზეზია ასევე ჭარბი წონა და ორსულობა. მენჯ-ბარძაყის ტკივილი უშუალოდ სახსრის პრობლემებთან არის დაკავშირებული და ის, ძირითადად, მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზს უკავშირდება. სამწუხაროდ, ეს დაავადება მთელ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული.
ქვედა კიდურების ტკივილის მკურნალობის გზები
ზოგჯერ მოტეხილობების ან სხვა მძიმე დაზიანებების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო. თუმცა, მკურნალობის პროცესში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ტკივილის შესამცირებლად ხშირად ინიშნება ორთოპედიული ფიქსატორები. ამ პროდუქტების გამოყენება შესაძლოა როგორც ართრიტის, ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს, თაბაშირის შემცვლელად ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდშიც. მაგალითად, ფეხის გადაბრუნებისა და დაჭიმულობის დროს ხშირად ზიანდება კოჭი - ამ დროს რეკომენდებულია კოჭის ფიქსატორების გამოყენება. ზოგადად, ფიქსატორები სახსრის მოძრაობის ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდვასა და ტკივილების შემცირებას უწყობს ხელს. მაგალითად, მენჯ- ბარძაყის ფიქსატორი მენჯ-ბარძაყის სახსარს განმეორებითი დაზიანებისგან იცავს. ხოლო, მუხლის სახსრის საიმედო ფიქსაციას კი მუხლის ფიქსატორები უზრუნველყოფს. საერთაშორისო ბაზარზე ფიქსატორების წარმოებაში მრავალწლიანი გამოცდილებით სარგებლობს და საკმაოდ პოპულარული ბრენდია - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. მათი წარმომადგენელი საქართველოში კი კომპანია "ახალი ხედვაა", რომელიც მომხმარებლებს ფიქსატორების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფს უმაღლესი ხარისხის ფიქსატორები ოპტიმალურ ფასებში თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე 13 ფილიალში აქვს წარმოდგენილი. შერჩეული პროდუქტების შეძენა ასევე შესაძლებელია ონლაინ, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე.