წელის ტკივილი - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები
წელის ტკივილის ბევრი მიზეზი არსებობს, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: კუნთების სპაზმი, ნერვის ფესვის გაღიზიანება და მოტეხილობა. ეს დისკომფორტი უმეტესად ლოკალიზებულია ზურგის ქვედა ნაწილში ან გავა-წელის არეში. მკურნალობისთვის საუკეთესო მეთოდია ცურვა და სწორ ადგილზე ფეხით სიარული, რადგან ეს პროცესი ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს კუნთებს. ამ დროს ასევე, სპეციალური ვარჯიშები შეიძლება დანიშნოს ფიზიოთერაპევტმა ან ექიმმა.
რამ შეიძლება გამოიწვიოს წელის ტკივილი
გარდა წელის კუნთების სპაზმისა, დაჭიმულობისა და გაციებისა არსებობს ისეთი დაავადებები, რომელიც ტკივილის შეგრძნებებს იწვევს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: მალთაშუა დისკის თიაქარი, ოსტეოქონდროზი და სქოლიოზი. ასევე, ქვედა წელის არეში ტკივილები შეიძლება იყოს უროლოგიური პრობლემების მანიშნებელი და ეს დამახასიათებელია მოდუნებულად მიმდინარე პათოლოგიური პროცესებისთვის. ამ დროს დისკომფორტი გავა-წელის არეში შეიძლება იყოს საშვილოსნოს ნაკეცის ან დანამატების ქრონიკული ანთების სიმპტომი. გარდა ამისა, ქვედა წელის ტკივილის გამომწვევი სხვა მიზეზები შეიძლება იყოს:
● უხერხული მოძრაობა;
● მძიმე საგნის აწევა;
● ბავშვის მოვლ;
● მანქანის ხანგრძლივი მართვა;
● დაცემა.
წელის ტკივილის მკურნალობა
ქვედა წელის ტკივილის მკურნალობის ბევრი მეთოდი არსებობს. პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი დაიცვათ და მსუბუქი ვარჯიშით ან ცურვით დაკავდეთ. მკურნალობის დროს პაციენტები გასაყუჩებლად პრეპარატებსაც იყენებენ და წელის ქამრებს ატარებენ. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ხერხემლის და წელის იმობილიზაციას, რაც წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებას უზრუნველყოფს. ამ პროდუქციის ფართო არჩევანია კომპანია “ახალი ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სხვადახვა დანიშნულების მქონე წელის კორსეტებს სთავაზობს. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. MORSA CYBERG თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს აწვდის მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას,ის საქართველოში კომპანია „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია. Morsa Orthopedics მომხმარებელს სთავაზობს 200-ზე მეტ პროდუქტს ორთოპედიული მიმართულებით. Morsa Cyberg გლობალურ სამედიცინო ბაზარზე მაღალი ხარისხითა და ინოვაციური მიდგომებით მრავალჯერ აღიარებულია.