რა არის ართრიტი და როგორ ვუმკურნალოთ მას?
ართრიტი არის ქრონიკული დაავადება, რომლის დროს იმუნური სისტემის არასწორი აქტიურობის შედეგად სახსარში იწყება ანთებითი პროცესი. ეს დაავადება იწვევს სახსრების ტკივილს, შეშუპებას, შებოჭილობასა და მოძრაობის შეზღუდვას. ართრიტი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და ძირითადად 35-50 წლის მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში ვლინდება.
რა იწვევს ართრიტს?
ართრიტს განსხვავებული გამომწვევი მიზეზები აქვს, შესაბამისად, გამოყოფენ ართრიტის სხვადასხვა ფორმას. თითოეული მათგანისთვის დამახასიათებელია სახსრების ანთება – ზოგიერთი ფორმების დროს ანთებითი პროცესი თავიდანვე იჩენს თავს, ზოგ შემთხვევაში კი ის დაავადების გამწვავებისას ვლინდება. ეს დაავადება შეიძლება გამოვლინდეს პრაქტიკულად ნებისმიერი სახსრის დაზიანებით, მაგრამ უმეტესად ზიანდება სხივ-მაჯის, მუხლის და ტერფის სახსრები. ამ დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, რადგან რევმატოიდული ართრიტის მიმდინარეობაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. მათ შორის:
● გენეტიკა;
● ვირუსული ინფექცია;
● ძვლის დაავადებები;
● გადატანილი ტრავმები.
ართრიტის სიმპტომები
ართრიტის პროგრესირების შედეგად სახსრებმა შეიძლება განიცადონ დეფორმაცია და შეიზღუდოს მათი ფუნქცია. ამ დროს იმუნური სისტემის კომპონენტები ებრძვიან სახსრის რბილ ქსოვილებს და შემაერთებელ ქსოვილებს. ამის შედეგად, ხრტილი, ძვლები და სახსრის იოგები სეროზულ დაზიანებას განიცდის, რაც მათ დეფორმაციას, არასტაბილობას და ნაწიბურების განვითარებას იწვევს. სახსრები, კი სხვადასხვა ინტენსივობით ზიანდება. ართრიტის სიმპტომებია:
● ტკივილი;
● შებოჭილობა;
● სისუსტე;
● მადის დაქვეითება;
● წონის კლება.
ართრიტის მკურნალობის გზები
ართრიტის მკურნალობა მიმდინარეობს მედიკამენტური, ქირურგიული ან შედარებით, მარტივი გზით, რაც დასვენებას და ადეკვატურ კვებას გულისხმობს. გარდა ამისა, სახსრებს, რომლებშიც მძიმედ მიმდინარეობს ანთებითი პროცესი მოსვენება სჭირდებათ, რადგან დატვირთვამ, შეიძლება, ანთების დამძიმება გამოიწვიოს. სახსრების იმობილიზაციისა და მოსვენებისთვის გამოიყენება ფიქსატორები. ეს პროდუქტი რეკომენდირებულია სახსრების ტკივილების დროს. ფიქსატორები ტკივილების შემცირებას უწყობს ხელს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● სხივ-მაჯის ფიქსატორები - გამოიყენება როგორც მოტეხილობისა და ამოვარდნილობის, ასევე დაჭიმულობისა და სხვადასხვა დაავადების დროს. ამ პროდუქტის გამოყენება ხელს უწყობს ტკივილისა და შეშუპების თავიდან აცილებას და სხივ-მაჯის სახრის მოსვენებას.
● მენჯ-ბარძაყის ორთეზი - ხელს უწყობს სწრაფ რეაბილიტაციასა და იცავს მენჯ-ბარძაყის სახსარს განმეორებითი დაზიანებისგან.
● თითის ფიქსატორი - თითის მოტეხილობის, ამოვარდნილობის, ნერვების სხვადასხვა დაზიანების დროს გამოიყენება. თითს გაშლილ მდგომარეობაში აფიქსირებს და დამატებით ტრავმირებას ხელს უშლის. ხელმისაწვდომია S, M, L ზომებში.
მკურნალობის მიზანია პაციენტის ჩივილების მინიმუმამდე შემცირება, დაავადების პროგრესირების შეჩერება და სახსრების შემდგომი დაზიანების თავიდან აცილება.