რა არის კიფოზი?

 

კიფოზი ხერხემლის ზედა ნაწილის -  გულმკერდის არის წინ გადახრაა, რომელიც  60 გრადუსს აღემატება. ზოგჯერ ეს დაავადება არ იწვევს სიმპტომებს გარდა ზურგის ვიზუალური ცვლილებისა, რომელიც მოხრილი ან გამრუდებულია. ძირითადად, კიფოზის დროს მძაფრდება ზურგის ტკივილი, დაჭიმულობის შეგრძნება, ხერხემლის სისუსტე და დაღლილობა. ხოლო მსუბუქი კიფოზი შესაძლოა მხოლოდ ვიზუალური ცვლილებით  - მოხრილი ზურგით ან მხრების წინ დაშვებით  შემოიფარგლოს.

რა იწვევს კიფოზს?

კიფოზის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს შორის არის არასწორი ჯდომა, მუდმივად დახრილი თავი და სუსტი ზურგის კუნთები. ასევე,  ეს დაავადება შესაძლოა უკავშირდებოდეს არასწორი ცხოვრების წესს, ასევე მალების დეფორმაციას ან ტრავმებს.  კიფოზის გამომწვევი მიზეზებია: 

ოსტეოპოროზი;

მალთაშუა დისკების დეგენერაცია;

მალების ართრიტი;

დაავადებები;

ინფექციები.

კიფოზის სიმპტომები

კიფოზი იწვევს ზურგის დამხმარე კუნთებისა და მყესების გაწელვას და გულმკერდის მალების ნორმალური პოზიციიდან გადახრას. კიფოზის სიმპტომებია: 

ზურგის ტკივილი და შებოჭილობა.

დაღლილობა;

სისუსტე ხერხემლის არეში;

სუნთქვის გაძნელება, როდესაც გამრუდებული გულმკერდი აწვება ფილტვებს.

კიფოზის მკურნალობა

კიფოზის მკურნალობა დამოკიდებულია გამრუდების ტიპზე, ხარისხსა და  პაციენტის ასაკზე. ამ დროს, ეფექტურია ცურვა და სპეციალური ორთოპედიული დამხმარე საშუალებების გამოყენება, რომლებიც ხერხემლის სწორ პოზიციას უწყობს ხელს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

თორაკოლუმბალური (გულ-მკედრ წელის) კორსეტი - დამზადებულია 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს ხერხემლის, გულმკერდისა და წელის ნაწილების ფიქსაციას. გამოიყენება ხერხემლის მალების მოტეხილობისა და კიფოზის სამკურნალოდ. მას აქვს დამატებითი ღვედები და მეტალის  ჩანართები, რომლებიც აძლიერებს ფიქსაციას.

კისრის ბალიში - გამოიყენება კისრის ოსტეოქონდროზის, ცერვიკალური კიფოზის, მალთაშუა დისკის თიაქრის და ხერხემლის სხვა პრობლემების დროს. 

ზურგდამჭერი - ელასტიური ბამბის მასალისგან დამზადებული კორსეტია, რომელიც ეხმარება პაციენტს მხრების განზიდვაში და აფიქსირებს ხერხემალს ანატომიურ მდგომარეობაში. მას აქვს პლასტმასის ჩანართები და ასევე სპეციალური ბალიშები იღლიის მიდამოში, რათა ავიცილოთ კანის გაღიზიანება და მექანიკური დაზიანება. ის გამოიყენება სქოლიოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

ამ პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვა”.  სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში წარმოდგენილია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების პროდუქცია. მათი შეძენა შესაძლებელია, თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ქუთაისსა და ბათუმში. სასურველი ნივთის შეძენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმშიც. კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ შერჩეულ პროდუქტს მარტივად იყიდით.