რა არის მაჯის გვირაბის სინდრომი?

მაჯის გვირაბი ვიწრო სივრცეა, რომლის გავლითაც შუა ნერვი და თითების მომხრელი მყესები წინამხრიდან ხელისკენ გადის. როდესაც ამ სივრცეში შეშუპება ან წნევა იზრდება, ნერვი იჭყლიტება და ჩნდება დამახასიათებელი სიმპტომები. ყველაზე ხშირად დისკომფორტი ეხება ცერა, საჩვენებელ და შუა თითებს, ასევე უსახელო თითის ნაწილს. პატარა თითის დაბუჟება, როგორც წესი, მაჯის გვირაბის სინდრომისთვის დამახასიათებელი არ არის.

მაჯის გვირაბის სინდრომი – მიზეზები და მკურნალობა

მაჯის გვირაბის სინდრომი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნერვული პრობლემაა, რომელიც ხელისგულსა და თითებში დაბუჟებას, ჩხვლეტას, ტკივილსა და სისუსტეს იწვევს. მდგომარეობა ვითარდება მაშინ, როდესაც მაჯის მიდამოში გამავალი შუა ნერვი იკუმშება. სიმპტომები თავდაპირველად შესაძლოა მხოლოდ ღამით ან კონკრეტული მოძრაობის დროს გამოვლინდეს, თუმცა დროთა განმავლობაში მუდმივი გახდეს. ეს პრობლემა განსაკუთრებით გავრცელებულია იმ ადამიანებში, რომლებსაც ყოველდღიურად ერთი ხელით მუშაობა უწევთ.

მაჯის გვირაბის სინდრომის ძირითადი სიმპტომები

მაჯის გვირაბის სინდრომის დაავადება თანდათან ვითარდება და eთავდაპირველად პერიოდული დაბუჟებით ვლინდება. დროთა განმავლობაში სიმპტომები უფრო ინტენსიური და მუდმივი ხდება:

  • დაბუჟება, ჩხვლეტა და წვის შეგრძნება თითებში (განსაკუთრებით ცერა, საჩვენებელ და შუა თითებში);
  • ტკივილის გაძლიერება ღამის საათებში, რაც ხშირად ძილს დარღვევს;
  • ტკივილის გავრცელება მაჯიდან წინამხრისა და მხრის მიმართულებით;
  • ხელის მტევნის სისუსტე, ნივთების ხელიდან გავარდნა ან წვრილი მოტორიკის გაძნელება.
  • თუ სიმპტომებს ყურადღებას არ მიაქცევთ, შესაძლოა განვითარდეს კუნთოვანი ატროფია და მგრძნობელობის მუდმივი დაკარგვა.

რა იწვევს მაჯის გვირაბის სინდრომს?

მაჯის გვირაბის სინდრომის განვითარების ერთი კონკრეტული მიზეზის დადგენა შეუძლებელია. ხშირად რამდენიმე ფაქტორი ერთად ზრდის მაჯის გვირაბში წნევას და შუა ნერვის გაღიზიანებას. დაავადების რისკის ფაქტორებს შორისაა:

  • მაჯის ტრავმა, მოტეხილობა ან სხვა დაზიანება;
  • განმეორებითი და დატვირთული მოძრაობები, განსაკუთრებით მაჯის ხანგრძლივი მოხრა;
  • დიაბეტი და ზოგიერთი მეტაბოლური დაავადება;
  • ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები;
  • რევმატოიდული ართრიტი და სხვა ანთებითი მდგომარეობები;
  • ორსულობისას ან სხვა პერიოდებში ორგანიზმში სითხის შეკავება.

მაჯის არასწორი პოზიცია, ხანგრძლივი დატვირთვა ან განმეორებითი მოძრაობები უკვე არსებული სიმპტომების გაძლიერებას ხელს უწყობს.ასევე მნიშვნელოვანია დატვირთვის შემცირება, ხშირი შესვენებები და იმ მოძრაობების თავიდან აცილება, რომლებიც სიმპტომებს აძლიერებს.

მაჯის გვირაბის სინდრომის მკურნალობა

მაჯის გვირაბის სინდრომის მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია სიმპტომების სიმძიმეზე, ხანგრძლივობასა და ნერვის დაზიანების ხარისხზე.  ერთ-ერთი გავრცელებული მიდგომაა მაჯის ფიქსატორების გამოყენება, განსაკუთრებით ღამით. ის ხელს უწყობს მაჯის ნეიტრალურ მდგომარეობაში შენარჩუნებას და ამცირებს ტკივილის შეგრძნებას. ამ პროდუქციის  მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში და შეძენა შესაძლებელია როგორც კომპანიის საფირმო მაღაზიებში,  ასევე ონლაინ რეჟიმში. ახლა, განვიხილოთ კომპანია “ახალი ხედვის”  მიერ შემოთავაზებული ამ პროდუქტების ნაწილი:

მაჯის არტახი - მოტეხილობის, ამოვარდნილობის ან დაჭიმულობის დროს უზრუნველყოფს სხივ-მაჯის სახსრის იმობილიზაციას. მისი გამოყენება შეგიძლიათ მაჯის არხის,იგივე გვირაბის სინდრომის, ტენდინიტის, ტენდოსინოვიტის,რევმატოიდული ართრიტის დროს.დამზადებულია პერფორირებული ნეოპრინის მასალისგან,აქვს პლასტმასის ჩანართი. გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

 • თერმოპლასტიკური მაჯის არტახი - განკუთვნილია მოტეხილობისა და ამოვარდნილობის დროს მაჯის იმობილიზაციისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია თაბაშირის შემცვლელად ან თაბაშირის მოხსნის შემდეგ. გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

სხივ-მაჯისა და თითების ფიქსატორი - აფიქსირებს მაჯასა და ფალანგთაშორის სახსრებს. გამოიყენება რევმატოიდური ართრიტის და კონტრაქტურების დროს. გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

ყოველდღიურ ცხოვრებაში სასარგებლოა მაჯის ნეიტრალურ მდგომარეობაში შენარჩუნება, განმეორებით სამუშაოზე რეგულარული შესვენებების გაკეთება და ხელის გადატვირთვის თავიდან აცილება. ვარჯიშები ზოგიერთ ადამიანს შეიძლება დაეხმაროს, თუმცა მხოლოდ ვარჯიში ყოველთვის საკმარისი არ არის და არასწორად შესრულებულმა ვარჯიშებმა შესაძლოა სიმპტომები გააუარესოს.მაჯის გვირაბის სინდრომის ადრეული ამოცნობა და სწორი მკურნალობა მნიშვნელოვანია, რადგან ხანგრძლივი ნერვის კომპრესიის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს მუდმივი დაბუჟება და ხელის კუნთების სისუსტე. თუ სიმპტომები ხელს გიშლით ყოველდღიურ საქმიანობაში ან ძილს გირღვევთ, დროული კონსულტაცია სპეციალისტთან საუკეთესო ნაბიჯია.