რა არის სამუხლე და რისთვის არის საჭირო?
მუხლზე მიღებული ტრავმისა და ტკივილის დროს ადამიანები მკურნალობის პროცესში სამუხლეებს იყენებენ. ეს პროდუქტი ძირითადად მყესებისა და იოგების დაზიანების, ოსტეოართრიტისა და მენისკის დაზიანების დროს გამოიყენება. მუხლის ტკივილი ხშირია ნებისმიერი ასაკის ადამიანში. სამუხლეებს მომხმარებლები ისეთი პრობლემების დროს იყენებენ როგორიცაა:
● იოგის გახევა;
● ხრტილის დაზიანება;
● ართრიტი;
● ნიკრისის ქარი;
● ინფექციები.
ეს პროდუქტი მუხლის სახსარს ეხმარება ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში და მას დამატებითი დაზიანებისგან იცავს. სამუხლეები არსებობს სხვადასხვა სტრუქტურის, უჩანართო, ასევე მეტალის ან პლასტმასის ჩანართით. შესაბამისი საფიქსაციოს შერჩევა კი პრობლემის ტიპისა და მისი ხასიათის მიხედვით ხდება. თუ სახსრის სრული იმობილიზიციაა საჭირო რეკომენდებულია მუხლის ორთეზის ან მეტალისჩანართიანი ფიქსატორის გამოყენება. უმჯობესია, რომ სამუხლის შეძენამდე კონსულტაცია თქვენს პირად ექიმთან გაიაროთ.
რა ტიპის სამუხლეებს გთავაზობთ ახალი ხედვა?
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სამუხლეებს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში ხელმისაწვდომ ფასად საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger სამუხლეებს შეხვდებით. პროდუქცია ყველა ზომაშია ხელმისაწვდომი, ფასები კი 20 ლარიდან 385 ლარამდე მერყეობს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
● სტანდარტული მუხლის ფიქსატორი - მუხლის სახსარს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება და დაზიანებისგან იცავს. გამოიყენება ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ. გარდა ამისა, იდეალური საშუალებაა მენისკის გახევის, მუხლის სახსრის ბურსიტისა და წინა ჯვარედინი იოგის დაზიანების დროს.
● მუხლის მატყლის სამაგრი - მუხლის მიდამოში სითბურ ეფექტს უზრუნველყოფს და დაზიანებისგან იცავს.
● მარტივი მუხლის დამჭერი - გამოიყენება რბილი ქსოვილების დაზიანების დროს. მუხლის სახსარს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება და უზრუნველყოფს თბორეგულაციას. არსებობს როგორც დახურული, ასევე ღია, კვირისტავის დამცავი სილიკონით.
● მუხლის ფოსოს და იოგის დამჭერი - გამოიყენება მუხლის სახსრის ტრავმების, მყესებისა და იოგების დაზიანების, ოსტეოართრიტისა და მენისკის დაზიანების დროს. არსებობს როგორც მოკლე, ასევე გრძელი მოდელი, რომელსაც დამატებითი ღვედებიც აქვს მეტი ფიქსაციისთვის.
● მუხლის დამჭერი ბალიშით - კვირისტავს და მის ირგვლივ არსებულ ქსოვილებს დაზიანებისგან იცავს. ეფექტურია განსაკუთრებით სპორტული აქტივობების დროს.
სასურველი სამედიცინო ნივთის შეძენა საქართველოს მასშტაბით 13 მაღაზიაში -თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმშია შესაძლებელი. გამოწერა ხდება ასევე, ონლაინ რეჟიმში კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ. „ახალი ხედვის“ პროდუქციას საქართველოს ნებისმიერ რეგიონში შეკვეთიდან უმოკლეს ვადაში მიიღებთ.