რა არის საორსულე კოლგოტი?
საორსულე კოლგოტი ეს არის კომპრესიული საშუალება, რომელიც ორსულობის პერიოდში კიდურებში აქრობს ტკივილის, დაღლილობისა და სიმძიმის შეგრძნებას. ეს პროდუქტი, ასევე ხელს უშლის თრომბების წარმოქმნასა და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. საორსულე კოლგოტის გამოყენება ორსულებში ამცირებს როგორც მარტივი ვენური, ასევე უფრო რთული ვარიკოზული დაავადებების წარმოქმნის რისკებს. სისხლძარღვები ნორმალურად ფუნქციონირებს, კოლგოტის ფორმა კი მუცელს იდეალურად ერგება და საჭირო მოჭერილობაც აქვს. კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის საორსულე კოლგოტებს სთავაზობს. საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger -ის მიერ წარმოებული ეს პროდუქცია სამედიცინო ჯგუფის 13 საფირმო მაღაზიაშია წარმოდგენილი. მორსა/MorsaCyberg - თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას აწვდის. Morsa Orthopedics მომხმარებელს სთავაზობს 200-ზე მეტ პროდუქტს. საქართველოში „ახალი ხედვა“ მორსა/MorsaCyberg-ის ექსკლუზიური პარტნიორია.
ორსულობის რომელ პერიოდშია საორსულე კოლგოტის ტარება საჭირო?
ქალების დიდ ნაწილში ორსულობის ვადის მატებასთან ერთად არსებული ვენების ვარიკოზული დაავადება მწვავდება. უფრო კონკრეტულად კი, II ან III ტრიმესტრში ქალი წონაში მატებს იწყებს, რის შედეგად სხეული მძიმდება, დიდი დატვირთვა მოდის ფეხებზე, სახსრებსა და სისხლძარღვებზე, ეს ყოველივე კი ვენების დაზიანების მაპროვოცირებელი ხდება. იცვლება სისხლის მომარაგებაც - რაც უფრო დიდი დრო გადის, მით უფრო მეტი სისხლის მომარაგება სჭირდება საშვილოსნოს. შედეგად ხდება სისხლის შეგუბება და ქვედა კიდურებზე დაყოვნება. ქალბატონების ნაწილს ვარიკოზი ორსულობამდეც აწუხებს, ნაწილს კი ორსულობის პერიოდში უყალიბდებათ. ამ დაავადებების თანმხლები სიმპტომების გამოვლენისას, როგორიცაა: კიდურებში სიმძიმე, დაღლა, შეშუპება და ტკივილის შეგრძნება, ძალიან ეფექტურია საორსულე კოლგოტის გამოყენება. თუმცა, კომპრესიული კოლგოტის გამოყენება რეკომენდებულია, როგორც ორსულობის პერიოდში, ასევე, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. საორსულე კოლგოტების მოხმარებას თავისი სპეციფიკა აქვს. უმჯობესია, რომ წინდები დღის პირველ ნახევარში ჩაიცვათ, ისე, რომ ფეხი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იყოს. რეკომენდებულია, რომ საორსულე კოლგოტის ჩაცმის დროს გამოიყენოთ ხელთათმანი, რათა თავიდან აირიდოთ წინდის დაზიანების ფაქტორი. პროდუქცია კი ყოველდღიურად ხელით 30° ტემპერატურაზე საბავშვო საპნით გარეცხეთ და ოთახის ტემპერატურაზე გააშრეთ. კოლგოტის გასაშრობად არ გამოიყენოთ გამათბობელი და მოარიდეთ მზეს.
კომპანია “ახალი ხედვის” საორსულე კოლგოტები ოპტიმალურ ფასებში თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე მაღაზიაშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, სასურველი ნივთის შეძენა ონლაინ მეთოდით - კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგაც ხდება. გამოწერის შემდეგ კი კურიერი ნივთს ნებისმიერ ადგილას უმოკლეს ვადაში მოგიტანთ.