რა არის სტომის ქამარი და სად ხდება შეძენა?

სტომა გულისხმობს ქირურგიული პროცედურის დროს ხვრელის შექმნას, რომელიც გადის მუცლის კედელში და აკავშირებს საჭმლის მომნელებელი ან შარდ-სასქესო სისტემის გაუმართავი ორგანოს სხეულის გარე ზედაპირთან.  სტომის ქამარს კი იყენებენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების დროს. ეს პროდუქტი ასევე გამოიყენება ნაწლავებზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ სტომის დადების შემთხვევაში. 

შეიძინეთ სტომის ქამარი “ახალ ხედვაში”

უმაღლესი ხარისხის სტომის ქამრებს გვთავაზობს კომპანია “ახალი ხედვა”. ქართულ ბაზარზე სამედიცინო კომპანიას თერთმეტ წლიანი  გამოცდილება აქვს და მომხმარებლებს ყოველთვის მაღალი ხარისხის სერვისსა და პროდუქციას სთავაზობს. სასურველი პროდუქტების შერჩევა კომპანიის 13 საფირმო სამედიცინო მაღაზიაში - თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში არის შესაძლებელი. გარდა ამისა,  სამედიცინო ნივთების ყიდვა ონლაინ მეთოდით, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც ხელმისაწვდომია. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატება დაგჭირდებათ. თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება მოქმედებს, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტით მიიღებთ. განვიხილოთ, რა ტიპის სტომის ქამრების შეძენაა შესაძლებელი სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში: 

სტომის კორსეტი - გამოიყენება ნაწლავებზე ჩატარებული ოპერაციების დროს სტომის დადების შემთხვევაში. მისი მწარმოებელი კომპანიაა - მორსა/MorsaCyberg. ღირებულება 65 ლარს შეადგენს. 

კოლოსტომის აბდომინალური ქამარი - ხელს უშლის პარასტომული თიაქრის ჩამოყალიბებას და კომფორტულია გამოსაყენებლად პაციენტებისთვის კოლოსტომით. უზრუნველყოფს კოლოსტომის ჩანთის არასასურველ მოძრაობასა და ამცირებს შიგთავსის გამოჟონვას. მისი მწარმოებელი კომპანიაა - ბერგერი/berger. ღირებულება კი  50 ლარს შეადგენს. 

რამდენი ხნით არის საჭირო სტომის ქამრის ტარება?

იქიდან გამომდინარე, რომ სტომის ქამრები, ძირითადად, გამოიყენება ოპერაციის შემდგომ პერიოდში, მათი ტარების ზუსტი ხანგრძლიობა არ არის განსაზღვრული. ეს მთლიანად არის დამოკიდებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და რეაბილიტაციის პროცესზე.