რა არის თითის არტაშანი?

 

თითის არტაშანს ადამიანები თითის მოტეხილობის, ამოვარდნილობის,  ნერვული ქსოვილების დაზიანებისა და სხვადასხვა ტრავმის დროს იყენებენ. ამ პროდუქტის გამოყენება ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს ან თაბაშირის მოხსნის შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდშიც საკმაოდ ეფექტურია. თუ ძვალი გატეხილია თითის სახსრის მახლობლად და არ არის შესაბამისად გასწორებული, სანამ მოშუშდება ადამიანს შეიძლება ართრიტი განუვითარდეს. ამ პერიოდში კი პაციენტები ხშირად ატარებენ თითის არტაშანს, რაც სხვადასხვა დაავადებისა და პრობლემის პრევენციას უწყობს ხელს.

როგორ შევარჩიოთ თითის არტაშანი?

თითის არტაშანი დამატებითი ტრავმირების პრევენციას ახდენს და რეაბილიტაციის პერიოდსაც აჩქარებს. მაგალითად, თითის მყესის ანთების პერიოდი საკმაოდ მტკივნეულია, უმოძრაობა ამ მდგომარეობას ყველაზე მეტად აუმჯობესებს და განკურნების პროცესსაც უწყობს ხელს. კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის თითის არტაშანებს ოპტიმალურ ფასად სთავაზობს. ამ პროდუქტის მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. „ახალი ხედვის“ თითის არტაშანები ხელმისაწვდომია S, M და L ზომებში. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

თითის არტახი - რეაბილიტაციის პროცესის აჩქარებას უწყობს ხელს და თითის სხვადასხვა ტრავმის დროს გამოიყენება.  მას აქვს ნახვრეტები, რომლებიც გაგრილებას უზრუნველყოფენ. ყოველდღიური მოხმარებისთვის საკმაოდ მსუბუქი და კომფორტულია. ხელმისაწვდომი კი  S, M, L, XL, XXL ზომებში.

ბეისბოლის არტახი - დამზადებულია ქაფით დაფარული ალუმინის მასალისგან. იცავს დაზიანებულ თითს და ხელს უწყობს მის აღდგენას.

თითის ფიქსატორი - თითის მოტეხილობის, ამოვარდნილობის, ნერვების სხვადასხვა დაზიანების დროს გამოიყენება. თითს გაშლილ მდგომარეობაში აფიქსირებს და  დამატებით ტრავმირებას ხელს უშლის. ხელმისაწვდომია S, M, L ზომებში.

 

“ახალი ხედვის” ორთოპედიული მაღაზია ის ადგილია, სადაც თქვენთვის სასურველ პროდუქტს აუცილებლად შეარჩევთ, არჩევანის გაკეთებაში კი პროფესიონალი კონსულტანტებიც დაგეხმარებიან. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კომპანია საქართველოს მასშტაბით 13 საფირმო მაღაზიით როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში - გორში, ქუთაისსა და ბათუმში არის წარმოდგენილი.