რა არის ტრავმატოლოგიური პროდუქცია?

ტრავმატოლოგიური პროდუქცია აერთიანებს ისეთ სამედიცინო ნივთებს, რომლებიც მკურნალობისთვის, პროფილიქტიკისა და რეაბილიტაციისთვის ინიშნება. მათი გამოყენება რეკომენდებულია სახსრის მოტეხილობის, ღრძობის, ართრიტის, დაჭიმვისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.  ზოგიერთი მათგანი პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება და იდეალურია სპორტსმენებისთვის, რომლებიც ტრავმების რისკის ქვეშ არიან. ყველაზე ხშირად ტრავმატოლოგიურ პროდუქტებს იყენებენ მოტეხილობის ან საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანების დროს.

რა სახის ტრავმატოლოგიურ პროდუქციას გვთავაზობს “ახალი ხედვა”?

კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში უმაღლესი ხარისხის ტრავმატოლოგიური პროდუქციაა წარმოდგენილი. ამ მიმართულებით სამედიცინო ჯგუფი მომხმარებელს პროდუქციის ფართო ასორტიმენტს 2012 წლიდან სთავაზობს. მთელი საქართველოს მასშტაბით კი მათი შეძენა   ხელმისაწვდომ ფასად 14 მაღაზიაშია  შესაძლებელი.

ტრავმატოლოგიურ პროდუქტებში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ფიქსატორები და საოპერაციო მასალები, რომლებსაც სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებსა და სამედიცინო დაწესებულებებს ოპტიმალურ ფასებში სთავაზობს.  “ახალ ხედვაში“ წარმოდგენილი  ფიქსატორების  მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. მორსა/MorsaCyberg - თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს  მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას აწვდის. Morsa Orthopedics მომხმარებელს სთავაზობს 200-ზე მეტ პროდუქტს, ის საქართველოში  „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია.

ფიქსატორები

ფიქსატორებს ადამიანები  სხვადასხვა მიზნით გამოიყენებენ  - ეს შეიძლება, იყოს ტკივილის შემსუბუქება, რეაბილიტაციის პერიოდი, იმობილიზაცია ან რომელიმე დაავადების პრევენცია. კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს სხეულის თითქმის ყველა ნაწილის ფიქსატორს სთავაზობს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

მხრის ფიქსატორი -  კუნთებისა და მყესების დაზიანება-დაჭიმვის, ართროზის, ართრიტის, მხრის მოტეხილობის ან ამოვარდნილობის დროს ინიშნება. ასევე, ეფექტურია მისი გამოყენება მხრის ქრონიკული დაავადებების,  სპორტული აქტივობებისა და მხრის დატვირთვის დროს.  მათი ღირებულება 35 ლარიდან 140 ლარამდე მერწყეობს.   

კისრის ფიქსატორი - ოსტეოქონდროზის, კისრის არეში მალთაშუა დისკის თიაქრისა და კიდევ  არაერთი პათოლოგიის დროს გამოიყენება. ზოგიერთი მათგანი კისრის მძიმე ტრავმებისა და კისრის არეზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომ პერიოდში ინიშნება. მათი ღირებულება 35 ლარიდან 340 ლარამდე მერყეობს.

მუხლის ფიქსატორი - მენისკის გახევის, ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის, წინა ჯვარედინი იოგის დაზიანებისა და სხვა პრობლემების დროს გამოიყენება. ეს პროდუქტი ასევე სახსარს დაზიანებისგან იცავს და რეაბილიტაციის პროცესს აჩქარებს. მათი ღირებულება 20 ლარიდან 385  ლარამდე  მერყეობს.

იდაყვის ფიქსატორი - ფიზიკური დატვირთვის დროს სახსარს დაზიანებისგან იცავს და ტრავმების სამკურნალოდ გამოიყენება. ზოგიერთი მათგანი ეპიკონდილიტის დროს ინიშნება. მათი ღირებულება   33 ლარიდან 295 ლარამდე მერყეობს.

“ახალი ხედვის” მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია წელის, კოჭის, თითის, სხივ-მაჯის, ტერფისა და მენჯ-ბარძაყის ფიქსატორებიც.

საოპერაციო მასალები

კომპანია “ახალი ხედვაში” ტრავმატოლოგიის მიმართულებით ასევე წარმოდგენილია: საოპერაციო ჭანჭიკები და ფირფიტები -  ეს არის საოპერაციო მასალა, რომელიც დამსხვრეული, გატეხილი ძვლის შეერთებისა და აღდგენისთვის გამოიყენება. ზოგიერთი მათგანი ნახევრად დახრახნილია, ზოგი კი მთლიანად. პროდუქტი განკუთვნილია სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის: სხივ-მაჯა, მცირე წვივი, ქუსლი, ლავიწი, ბარძაყი და სხვა.”ახალი ხედვა” სამედიცინო დაწესებულებსა და მომხმარებლებს ასევე სთავაზობს ენდოპროთეზებს,მაგალითად,მუხლის ენდოპროთეზს,მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზს და მხრის ენდოპროთეზს.

ფიქსატორების შეძენა შესაძლებელია კომპანია „ახალი ხედვის“ 14 ფილიალში, რომელიც თბილისის გარდა, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში მდებარეობს. სასურველი სამედიცინო ნივთის გამოწერა ხდება ონლაინ მეთოდითაც კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ. შერჩეულ ნივთს კი კურიერი ან ფოსტის თანამშრომელი მოგაწვდით. საოპერაციო მასალასთან დაკავშირებული კითხვების არსებობის შემთხვევაში დარეკეთ: 032 2 18 25 38