რა არის წითელი ქარი?
წითელი ქარი მიეკუთვნება კანის და ლორწოვანი გარსის ინფექციურ დაავადებათა კატეგორიას. ჩირქმბადი სტრეპტოკოკებით გამოწვეული ბაქტერიული ინფექცია კანის ლიმფურ სისტემაში ლოკალიზდება და პაციენტების 85%-ის შემთხვევაში, აზიანებს ქვედა კიდურების ქსოვილებს. დაავადებას ახასიათებს შეშუპება, ტკივილის შეგრძნება, ლიმფური დრენაჟის დარღვევა, ცხელება, დაჭიმულობა და კანის შეწითლება.
განარჩევენ წითელი ქარის რამდენიმე კლინიკური ფორმას:
● ერითემული
● ბულოზური
● ფლეგმოზონური
● ნეკროზული
ინფექციით უმეტესად ჩვილები, ბავშვები და 60-დან 80-მდე წლის ასაკის ქალები ავადობენ, მსუბუქ ფორმებში. ზრდასრულ მამაკაცებში შემთხვევების რაოდენობა ბევრად ნაკლებია, თუმცა, დაავადების მიმდინარეობა მეტად მწვავე.
წითელი ქარის გამომწვევი მიზეზები
წითელი ქარის გამომწვევი მიზეზები საკმაოდ მრავალფეროვანია. მათ შორის:
● ქირურგიული ჭრილობები
● მწერის ნაკბენი
● კანის სხვადასხვა დაავადებები
● გულის უკმარისობით ან დიაბეტით გამოწვეული შეშუპებები
● წყლულები
წითელი ქარის გამომწვევი კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ქრონიკული ლიმფედემის გართულება, რაც საშუალოდ პაციენტების 25%-ში აღინიშნება. საინტერესოა, რომ წითელ ქარსა და ლიმფედემას ციკლური ურთიერთდამოკიდებულება ახასიათებთ. ვინაიდან, წითელი ქარით გამოწვეული ლიმფური დრენაჟის დარღვევა ლიმფედემის გამომწვევ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს, ხოლო ლიმფედემის გართულება კი წითელი ქარისას.
როგორ ხდება წითელი ქარის დიაგნოსტიკა?
კლასიკური მიმდინარეობის დროს დიაგნოზის დასადასტურებლად ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება აუცილებელი არ არის. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ გამოხატულია წითელი ქარის ატიპიური მიმდინარეობა, უმეტესწილად საჭირო ხდება ბაქტერიოლოგიური კვლევა. რაც შეეხება ინსტრუმენტალურ გამოკვლევებს, ჩვეულებრივ მათი ჩატარება ხდება მხოლოდ მაშინ, თუ დაავადება სახსარზე ან ძვლებზე ვითარდება.
წითელი ქარის მკურნალობის მეთოდები
წითელი ქარის მკურნალობა უმეტესად ხდება სახლის პირობებში. მკურნალობის დროს გამოიყენება ანტიბიოტიკები, ექიმის დანიშნულების შესაბამისად,ასევე აქტიურად გამოიყენება კომპრესიული თერაპია. კომპრესიული თერაპია კიდურებში სისხლის ნაკადის ნორმალურ მიმდინარეობას უწყობს ხელს და ამცირებს წითელი ქარით, ან მსგავსი დაავადებებით, გამოწვეულ გართულებებს.
კომპრესიული თერაპიის დროს პაციენტს ექიმის რეკომენდაციით ენიშნება ელასტიური კოლგოტები, მუხლის ან ხელის წინდები. ექიმი თავად განსაზღვრავს კომპრესის საჭირო ტიპს, მოჭერის დონეს და გამოყენების ვადებს, დაზიანებების სირთულიდან გამომდინარე.
„ახალი ხედვა“ არის ლიდერი კომპანია ორთოპედიასა და ტრავმატოლოგიაში. ის საქართველოს ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მომხმარებლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით უმაღლესი ხარისხის სერვისსა და პროდუქციას სთავაზობს.
თუ კომპრესიულ თერაპიას საჭიროებთ, „ახალი ხედვა“ გთავაზობთ რამდენიმე პროდუქტს, რომელიც მკურნალობის პროცესში დაგეხმარებათ:
● ქვებრენდი COTTON- ის მუხლამდე წინდა,რომელიც შექმნილია სპეციალური ბამბის ქსოვილით,გარს ეკვრის კანის ზედაპირს და საუკეთესოდ ინარჩუნებს ტემპერატურულ ბალანსს. ის არ იწვევს ალერგიულ რეაქციას,იდეალურია სენსიტიური კანისთვის.
● ქვებრენდი MAGIC-ის მაღალყელიანი წინდა, გამოირჩევა ელეგანტური დიზაინით. თხელი სტრუქტურა არა მხოლოდ ესთეტიკურ მხარეს უზრუნველყოფს, არამედ პაციენტს უქმნის კომფორტს მთელი დღის მანძილზე.
გაითვალისწინეთ, „ახალი ხედვა“ აქტიურად მუშაობს ონლაინ გაყიდვების მიმართულებით. ჩვენ მოგიტანთ თქვენთვის სასურველ პროდუქტს მთელი ქვეყნის მასშტაბით პირდაპირ თქვენს სახლში.