რა დროს გამოიყენება ოთხფეხა ყავარჯენი?

ოთხფეხა ყავარჯენს პაციენტები იყენებენ მაშინ, როდესაც საჭიროა ფეხს ნაკლები ძალა და დატვირთვა დააწვეს. ეს პროდუქტი ადამიანებს ყოველდღიურ  მოძრაობასა და გადაადგილებაში ეხმარება. ოთხფეხა ყავარჯენი პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს წონასწორობა დაიცვან და მოძრაობა გაიმარტივონ. ოთხფეხა ყავარჯენის გამოყენება შესაძლოა დაგვჭირდეს სხვადასხვა პრობლემის გამო. მისი ტარება ხშირად უკავშირდება:

ფეხზე ან ტერფზე ქირურგიულ ჩარევას;

სპორტულ დაზიანებას;

ავარიას;

მოტეხილობას. 

ეს პრობლემები მნიშვნელოვნად ზღუდავს გადაადგილების უნარს, რა დროსაც  რთულდება სიარული, მოძრაობა და კიბეზე ასვლა. ამიტომ,  მსგავს მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის ოთხფეხა ყავარჯენი - მნიშვნელოვანი საყრდენია.

რჩევები ოთხფეხა ყავარჯნის გამოყენების დროს:

   ეცადეთ,  წონა ხელებით ატაროთ და არა იდაყვებით;

    ეცადეთ, ატაროთ დაბალი, დამხმარე ფეხსაცმელი;

     ეცადეთ, პატარა ნაბიჯები გადადგათ.

სად შევიძინოთ ხარისხიანი  ოთხფეხა ყავარჯენი?

კომპანია "ახალი ხედვა" მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ლაბვეტის / lab-vet  ბრენდის ყავარჯნებს. ოთხფეხა ყავარჯნის გარდა, სამედიცინო ჯგუფის ფილიალებში წარმოდგენილია იდაყვის და იღლიის ყავარჯნები, რომლებსაც აქვთ პლასტმასის ან სილიკონის საყრდენები. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მათი სიმაღლეში რეგულირება შეგიძლიათ. იდაყვის ყავარჯნის გამოყენება მეტ ძალას მოითხოვს და გამოცდილი პაციენტებისთვის ის უფრო რეკომენდებულია. ეს პროდუქტი უხეშ ან უსწორმასწორო რელიეფზე სტაბილური და ბევრად უფრო მოქნილია. იმ შემთხვევაში, თუ ახალი დაწყებული გაქვთ ორთოპედიული ყავარჯნის ტარება და წონასწორობის შენარჩუნება გიჭირთ, მაშინ თქვენთვის იღლიის ყავარჯენი უფრო მოსახერხებელი იქნება. ეს პროდუქცია ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით 13 მაღაზიაში. სასურველი პროდუქტის შეძენა, კი თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა და   ბათუმში მდებარე „ახალი ხედვის“ ფილიალებში შეგიძლიათ. ასევე, ყავარჯნები შეგიძლიათ შეიძინოთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეც. მათი გამოყენება, კი დამოკიდებულია რებილიტაციის პერიოდის ხანგრძლივობაზე და ეს საკითხი უმჯობესია ექიმმა ინდივიდუალური პრობლემიდან გამომდინარე გადაწყვიტოს.