რა დროს უნდა გამოვიყენოთ მხრების კორსეტი?

მხრების კორსეტს მომხმარებლები აქტიურად გამოიყენებენ მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით. ეს პროდუქტი ახდენს ხერხემლის სტაბილიზაციას, ინარჩუნებს ტემპერატურასა და ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას ზურგის არეში. შესაძლებელია, მათი ტარება მოგვიწიოს ხელის მოტეხილობის, ამოვარდნილობის, ფიზიკური დატვირთვის დროს ან კუნთებისა და მყესების დაზიანების შემთხვევაში. გარდა ამისა, ექიმები ამ პროდუქტს ნიშნავენ ისეთი დაავადებების დროსაც, როგორიცაა: 

სქოლიოზი; 

კიფოზი;

სხვა ხერხემლის პათოლოგიები.

ამ პროდუქტს, ასევე, იყენებენ ის მომხმარებლებიც, რომლებსაც ართრიტი ან  ართროზი აწუხებთ. მხრის კორსეტი ახდენს სახსრის სტაბილიზაციას, ინარჩუნებს  ტემპერატურას და ხელს უწყობს რეაბილიტაციის პერიოდს. მათი მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი კომპანია „ახალი ხედვის“ 13 მაღაზიაში - თბილისში, გორში,  ქუთაისსა და ბათუმში.  განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

მხრების ქამარი - არის მარტივი კორსეტი, რომელიც დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის მასალისგან. მისი დანიშნულება არის მხრების განზიდვა და გამოიყენება შედარებით მსუბუქი პრობლემის დროს. მას ხშირად გამოიყენებენ ქალბატონები ყოველდღიური საქმიანობისას ზურგის კუნთების მოდუნებისა და განტვირთვისთვის. ეს კორსეტი ასევე გამოიყენება ლავიწის ძვლის მოტეხილობის დროს, თაბაშირის შემცლელად.

მხრის სამაგრი - გამოიყენება მხრის ქრონიკული დაავადების, ბურსიტისა და ფიზიკური აქტივობის დროს. ის იცავს მხრის სახსარს დაზიანებისგან და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას.

მხრის ბანდაჟი - ინიშნება მხრისა და ბეჭის ძვლის მოტეხილობის, მხრის ამოვარდნილობის, დისლოკაციისა და რბილი ქსოვილების დაზიანების დროს. მხრის ბანდაჟი უზრუნველყოფს მხრის ზედა ნაწილისა და მკლავის საიმედო ფიქსაციას, რაც რეაბილიტაციის პროცესისთვის აუცილებელია.

სამედიცინო ჯგუფის ფილიალებში ხელმისაწვდომია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიურ ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger უმაღლესი ხარისხის მხრის კორსეტები, რომელთა ფასიც 35 ლარიდან 140 ლარამდე მერყეობს. MORSA CYBERG თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს აწვდის მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანას, საქართველოში კი  „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია.  მათი შეძენა მაღაზიების  გარდა, შესაძლებელია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე. ამისთვის მხოლოდ რეგისტრაცია და სასურველი პროდუქტის კალათში მოთავსებაა საჭირო. შერჩეულ სამედიცინო ნივთს, კი კურიერი ნებისმიერ რეგიონში უმოკლეს დროში მოგაწვდით.