რა იწვევს თიაქარს?
თიაქარი – ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანოები ადგილს იცვლიან და კანქვეშ გამოდიან. მისი გაჩენა შეიძლება უკავშირდებოდეს მემკვიდრეობას, ასაკს, მუცლის კედლის ტრავმას, პოსტოპერაციულ ნაწიბურს, მუცლის წინა კედლის ნერვებისა ან სისხლძარღვების დაზიანებას. ამავდრულად, მისი წარმომქნელი ფაქტორი შესაძლებელია იყოს ფიზიკური დატვირთვა, ჭარბი წონა, მშობიარობა, ხველა და კიდევ ყველა ისეთი მდგომარეობა, რომელიც მუცლისშიდა წნევის მატებას იწვევს. თიაქარი გვხვდება ორივე სქესის წარმომადგენლებში, თუმცა უფრო მეტად – მამაკაცებში . ყველაზე გავრცელებული კი საზარდულის თიაქარია.
საზარდულის თიაქრის სიმპტომები და მკურნალობის გზები
საზარდული თიაქრის დროს ავადმყოფი უჩივის მუცელში სიმძიმის შეგრძნებას, საზარდულის არეში ცვალებადი მოცულობის შებერილობას, რომელიც წოლისას ქრება. ჩვეულებრივ ეს ნიშნები დაძაბულობის ან ხველის დროს ვლინდება. პაციენტს ამ დროს ისეთი სიმპტომები აწუხებს როგორიცაა: გამობერილობა ბოქვენის ძვალთან, წვა, ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება, სისუსტე და სხვა. თიაქრის ხშირი გართულებაა ჩაჭედვა ან ნაწლავთა მწვავე გაუვალობა, რაც დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში იწვევს მუცლის ღრუს ორგანოების დაავადებებს. მუცლის თიაქრის სრულყოფილი პროფილაქტიკა შეუძლებელია, მაგრამ მისი პროგრესირების პრევენცია ჯანსაღი ცხოვრების წესით, ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვით და თიაქრის ბანდაჟის ტარებით უნდა მოხდეს. თუმცა, მისი ჩაჭედვის შემთხვევაში აუცილებელია, მიმართოთ ქირურგს.
საზარდულის თიაქრის ბანდაჟი
სამედიცინო ჯგუფი “ახალი ხედვა” მომხმარებლებს სთავაზობს საზარდულის თიაქრის ბანდაჟებს, რომლებიც ცალხმრივი ან ორმხრივი თიაქრის დროს გამოიყენება.ამ პროდუქტით სარგებლობა რეკომენდირებულია ოპერაციის შემდგომ პერიოდშიც, რადგან ის გართულებების პრევენციას ახდენს. ეს სამედიცინო საშუალება დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ელასტიური ქსოვილისგან, თიაქრის არეში კი მოთავსებული აქვს სპეციალური სილიკონის ბალიში,არის სტანდარტული ზომის და გააჩნია რეგულირებადი წელის ქამარიც. თიაქრის ბანდაჟის შეძენა შეგიძლიათ, როგორც კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში, ასევე ონლაინ, ვებ-გვერდის მეშვეობით. თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება მოქმედებს, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტით მიიღებთ. კონსულტაციისთვის დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: 577 111 241 ან 577 555 925.