რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სამედიცინო კომპრესიული წინდა?
თუ თქვენ იყენებთ სამედიცინო კომპრესიულ წინდას, მნიშვნელოვანია იცოდეთ, აკმაყოფილებს თუ არა თქვენი პროდუქტი RAL სტანდარტს – ეს არის გერმანული ხარისხის ნიშანი, რომელიც არის გარანტი იმისა, რომ წინდა ნამდვილად ახდენს სამედიცინო ეფექტს და სრულფასოვნად ასრულებს თავის დანიშნულებას.
რა ნიშნავს RAL სტანდარტი?
RAL-GZ 387 არის ოფიციალური ევროპული სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს სამედიცინო კომპრესიული წინდების (Medical Compression Stockings – MCS) ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ყველა კრიტერიუმს.
ეს სტანდარტი ამოწმებს:
ü ზუსტ და სტაბილურ კომპრესიას (mmHg) — კომპრესიული წინდის მიერ განხორციელებული წნევა თანდათან უნდა მცირდებოდეს ქვემოდან ზევით,კოჭიდან ბარძაყის მიმართულებით, რაც ადაპტირებულია ადამიანის ანატომიურ თავისებურებებთან ;
ü კომპრესიული წინდის კომპონენტების უსაფრთხოებას, ჰიპოალერგიულობასა და ჰაერგამტარობას, რაც უზრუნველყოფს ოპტიმალურ მიკროკლიმატს და დისკომფორტის არარსებობას.
ü წინდის გამძლეობას და კომპრესიის სტაბილურობას მრავალი რეცხვისა და ხანგრძლივი ტარების შემდეგ;
ü და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — კლინიკურად დადასტურებულ სამედიცინო ეფექტს. წარმოების პროცესი უნდა ეფუძნებოდეს კლინიკურ კვლევებს, რომლებიც ადასტურებს, რომ წინდა ნამდვილად აუმჯობესებს ვენურ ცირკულაციას და ამცირებს ვენური ცირკულაციის დარღვევასთან ასოცირებულ სიმპტომებს.
ხარისხის მუდმივი კონტროლი
-
RAL სტანდარტის მქონე კომპანიები რეგულარულად გადიან დამოუკიდებელ ტესტირებასა და აუდიტს გერმანიის ტექსტილის ინსტიტუტის (Hohenstein Institute) მიერ.
-
მხოლოდ ამ შემოწმების შემდეგ იყენებს მწარმოებელი ხარისხის ნიშანს:
“RAL-GZ 387 / Quality Mark – Medical Compression Hosiery”
რატომ უნდა აირჩიოთ RAL სერტიფიცირებული კომპრესიული წინდა?
რადგან RAL სტანდარტი ნიშნავს, რომ თქვენი ჯანმრთელობა ნდობისა და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტით არის დაცული.
სამედიცინო ჯგუფი ახალი ხედვა არის გერმანული პრემიუმ ბრენდის - Medi-ს და შვეიცარიული პრემიუმ ბრენდის Sigvaris-ის ოფიციალური ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. ორივე ბრენდი აწარმოებს კომპრესიულ წინდებს RAL სტანდარტის კრიტერიუმების შესაბამისად, რაც ადასტურებს მათ ხარისხს, უსაფრთხოებასა და ეფექტიანობასა.