რა უნდა გავითვალისწინოთ ზურგისა და წელის ტკივილის დროს?

პასიური ცხოვრების წესი, დიდხანს უმოძრაოდ ჯდომა და კომპიუტერთან საათობით მუშაობა  იწვევს როგორც კუნთების ასევე, ძვლებისა და წელის ტკივილს.  ზურგზე წარმოქმნილ პრობლემებს განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს. ტკივილი სუნთქვის დროს ძლიერდება, ამას შეიძლება მრავალი განსხვავებული მიზეზი ჰქონდეს. მაგალითად, ძვლოვანი ან კუნთოვანი ნაწილის დაზიანება. მწვავე, ძლიერი, შეტევითი ტკივილი კი, როგორც წესი, წელკავს ახასიათებს. ზურგის ტკივილის დროს პაციენტები მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. წელზე არსებული პრობლემების დროს გარკვეული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ,  ამ დროს სასურველია:

ფიზიკური აქტივობა - გააძლიერეთ თქვენი წელის კუნთები. ეს შესაძლებელია ცურვით და ნაკლებად ინტენსიური ვარჯიშებით. გარდა ამისა ამ დროს რეკომენდირებულია  იოგა, პილატესი და ფეხით სიარული.

დატვირთვის შემცირება -  თავი უნდა შეიკავოთ მკვეთრი მოძრაობებისგან და  რამდენიმე დღის განმავლობაში შეინარჩუნოს მოსვენებითი მდგომარეობა. გარდა ამისა, მოერიდეთ სიმძიმეების აწევას.

წელის ქამრები - ტკივილის შემსუბუქებას წელის ვარჯიშებთან ერთად ასევე, ხელს უწყობს ორთოპედიული ქამრები, რომლებსაც მრავალმხრივი დანიშნულება აქვთ. ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა  და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს რეკომენდებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან დამზადებული ზურგის კორსეტი, ხოლო რევმატული დაავადებების, წელისა და ზურგის არეში დისკომფორტისა და ტკივილის შესამცირებლად ანტი-ალერგიული ქსოვილისაგან დამზადებული წელის სტანდარტული კორსეტი გამოგადგებათ.  მოტეხილობების შემთხვევაში კი ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას ჰიპერექსტენზიის კორსეტი უზრუნველყოფს. რაც შეეხება სპორტულ დაზიანებებს, როგორიცაა: ზურგის ქვედა ნაწილის დაჭიმვა, მალთა-შუა დისკის თიაქარი, ამ შემთხვევაში ეფექტურია -   ლუმბოსაკრალური ზურგის კორსეტის ტარება. 

ზურგისა და წელის ტკივილის დროს მიმართეთ ექიმს და მისგან მიიღეთ რეკომენდაციები თუ, რომელი მკურნალობის მეთოდია თქვენი პრობლემისთვის მისაღები. მაგალითად, წელის კორსეტების გამოყენების პერიოდი  ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. შესაძლოა, მათი გამოყენება საჭირო იყოს რამდენიმე კვირა ან რამდენიმე თვე იყოს.