რადიკულიტის ქამარი - ბენეფიტები და გამოყენების წესები

 

 

რადიკულიტის ქამარი  დამზადებულია ბამბის ელასტიური, აკრილის ან ნეოპრინის მასალისგან. ეს პროდუქტი ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და ხელს უწყობს სითბოს შენარჩუნებას. რადიკულიტი ხშირ შემთხვევაში ოსტეოქონდროზით არის განპირობებული და მას ძლიერი ტკივილი ახლავს თან. ამ დაავადების დროს მალთაშუა დისკი კარგავს მოქნილობას, ლაგდება მარილები და ზიანდება ნერვები.  არსებობს კისრის, მხარ-კისრის, გულმკერდისა და გავა-წელის რადიკულიტი. ასევე, ეს დაავადება უკავშირდება ხერხემლის ტრავმას, შინაგანი ორგანოების დაავადებებს, ნერვის ახლოს მდებარე კუნთისა და მყესების ანთებასა და დისტროფიულ  ცვლილებებს. რადიკულიტია შესაძლოა შეგვხვდეს, როგორც შუახნის, ისე ხანდაზმულ ადამიანებში. ახალგაზრდებში კი  რადიკულიტი ჩნდება პროფესიონალ სპორტსმენებსა  და გონებრივი შრომით დაკავებულ პირებში - საათობით კომპიუტერთან ჯდომის გამო. ამიტომ ამ პროდუქციის გამოყენება საკმაოდ ეფექტურია.

რა ბენეფიტები აქვს ქამარს რადიკულიტის  დროს?

რადიკულიტის ქამრის ტარება მარტივად  ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ისინი ძირითადად ჰაერგამტარი ნეოპრინის ან ელასტიური ბამბის ქსოვილისგან არის დამზადებული. ამ ორთოპედიულ პროდუქტებს აქვთ სპეციალური დამატებითი ჩანართებიცა და ღვედებიც, რომლებიც სრულფასოვან სტაბილიზაციასა და ფიქსაციის უწყობს ხელს.  თუმცა მათ შორის არის ფუქციური განსხვავებები. რადიკულიტის ქამარი:

იცავს სხეულის ბუნებრივ ტემპერატურას წელისა და მუცლის ღრუში, აძლევს სითბოს და უზრუნველყოფს კომპრესიის უმნიშვნელო ხარისხს;

რევმატული ტკივილის დროს ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს;

აფიქსირებს წელს სწორ პოზიციაში;

ოპერაციის შემდეგ იცავს ჭრილობას გარეგანი დაზიანებისგან.

რადიკულიტის ქამრის ტიპები

რადიკულიტის ქამრების მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში - თბილისში, გორში,  ქუთაისსა და ბათუმში. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

წელის სტანდარტული კორსეტი - არის სტანდარტული ზომის და ადვილად ერგება ნებისმიერი აღნაგობის ადამიანს. დამზადებულია ანტიალერგიული მასალისგან, უზრუნველყოფს წელის ფიქსაციასა და დაცვას, ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას. 

წელის სამაგრი პლასტმასის ჩანართით -  წელს სწორ პოზიციაში აფიქსირებს და ამავე არეში სითბოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს. მისი ჩანართები და დამატებითი ღვედი აძლიერებს ფიქსაციას.

მატყლის წელის კორსეტი -  უზრუნველყოფს სითბურ ეფექტს და უმნიშვნელო კომპრესიას წელის არეში.

თუ თქვენთვის სამედიცინო ნივთის შესყიდვა ონლაინ რეჟიმში უფრო მისაღებია, მაშინ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდეთ. „ახალი ხედვის“ მაღაზიებში შეძენილ პროდუქტს კი საქართველოს ნებისმიერ ადგილზე უმოკლეს ვადაში მიიღებთ.  პროდუქტის სწორად შერჩევაში კომპეტენტური კონსულტანტები - როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ კომუნიკაციისა ან სატელეფონო ზარის მეშვეობითაც დაგეხმარებიან.

როგორ შევარჩიოთ სწორად?

რადიკულიტის ქამრები უნდა შევარჩიოთ პრობლემის შესაბამისად. რადიკულიტის სხვადასხვა სახეობა არსებობს და თავისთავად ქამრების შერჩევაც ამის მიხედვით უნდა მოხდეს. განვიხილოთ, რა სახის რადიკულიტი არსებობს და რა სიმპტომებია მისთვის დამახასიათებელი, რომ შესაბამისად შევარჩიოთ ორთოპედიული საშუალებებიც.

კისრის რადიკულიტის დამახასიათებელი სიმპტომებია: 

ტკივილი, სმენისა და მხედველობის დაქვეითება, თავბრუსხვევა და არამყარი სიარული;

მხარ-კისრის რადიკულიტის დამახასიათებელი სიმპტომებია:

მხრისა და კისრის არეში მწვავე ტკივილი, რომელიც ძლიერდება სხეულის ამ ნაწილების მოძრაობისას;

გულმკერდის რადიკულიტის დამახასიათებელი სიმპტომებია:

 ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც მწვავდება სუნთქვის დროს;

გავა-წელის რადიკულიტის დამახასიათებელი სიმპტომებია:

ტკივილი საჯდომი ნერვის გასწვრივ, რომელიც ძლიერდება მოძრაობის, სიარულისა და დახრის დროს.

სარგებელი და შეზღუდვები

რადიკულიტის ქამრების გამოყენებამდე უმჯობესია, რომ  პირად ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ და რეკომენდაციები მისგან მიიღოთ, რადგან, ამ პროდუქტის ტარების პერიოდი  ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. ეს პროდუქტი პროდუქტი ხელს უწყობს წელის არეში  დატვირთვის შემსუბუქებასა და გამოიყენება კუნთოვანი და ძვალ-სახსროვანი სისტემის მრავალი დაავადების დროს ექიმის რეკომენდაციით.