რამდენად ეფექტურია პულსოქსიმეტრის გამოყენება?
პულსოქსიმეტრი სისხლში ჟანგბადის დონისა და პულსის შესახებ ზუსტ ინფორმაციას გვაწვდის. ეს პროდუქტი განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა პანდემიის დროს, რადგან სახლში მყოფი პაციენტის სუნთქვის უკმარისობის შეფასებისთვის მარტივი საშუალებაა. სატურაციის დაბალი რიცხვები კი ჟანგბადის მიწოდების აუცილებლობას გვიჩვენებს. პულსოქსიმეტრის გამოყენების წესები საკმაოდ მარტივია. გაითვალისწინეთ, რომ:
● გაზომვა უნდა მოხდეს მოსვენებულ მდგომარეობაში;
● გაზომვამდე რამდენიმე წუთის განმავლობაში პაციენტი მშვიდად უნდა სუნთქავდეს და გაზომვისას არ მოძრაობდეს.
● ნუ დავეყრდნობით პირველივე ციფრს, რომელიც გამოისახება მონიტორზე.
● შედეგის წაკითხვამდე დავიცადოთ 30-60 წამი და ეს ციფრი მივიღოთ მაჩვენებლად.
● სატურაციის გაზომვა უნდა მოხდეს დღეში რამდენჯერმე და ყურადღება გამახვილდეს კლებად დინამიკაზე.
● სატურაციის გაზომვისას ფრჩხილის ლაკი მოცილებული უნდა იყოს, რადგან ის სინათლის შთანთქმას იწვევს და შეიძლება არასწორი მაჩვენებელი მივიღოთ.
● სატურაციის გაზომვისას ხელსაწყო უნდა დამაგრდეს საჩვენებელ, შუა ან არა-თითებზე, ასევე ფეხის ცერა თითზე.
● გაზომვისას თითი უნდა იყოს თბილი. კანის მომატებული პიგმენტაციის დროს მაჩვენებელი შეიძლება არ იყოს ზუსტი.
პულსოქსიმეტრის შეძენა შესაძლებელია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფის ფილიალები თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში მდებარეობს - გორში, ქუთაისსა და ბათუმში. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით “ახალი ხედვა” 13 ფილიალით არის წარმოდგენილი. საიტზე დარეგისტრირების შემდეგ შესაძლებელია ონლაინ გამოწერაც. შერჩეულ ნივთს კი კურიერი დანიშნულების ადგილზე უმოკლეს დროში მოგაწვდით.
რა უპირატესობა აქვს პულსოქსიმეტრს?
ხშირად პაციენტებს აქვთ ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, თუმცა რეალურად სატურაცია ნორმაში აქვთ. ასევე პირიქით, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება სატურაცია მკვეთრად ჰქონდეს შემცირებული, მაგრამ ამას საერთოდ ვერ გრძნობდეს. ამ დროს პულსოქსიმეტრის მეშვეობით მარტივად დაადგენთ ჟანგბადის დონეს ორგანიზმში. ამიტომ ამ პროდუქტის არსებობა ყველა ოჯახში ძალიან პრაქტიკული და გამოსადეგია . ზოგადად, სატურაცია ორგანიზმის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. იგი გვიჩვენებს, თუ რამდენად საკმარისად მიეწოდება ორგანიზმს ჟანგბადი. შესაბამისად, ამ მაჩვენებელს ნორმაც აქვს, რომელიც ასაკის მატებასთან და გარემო პირობებთან ერთად იცვლება.