რას გვირჩევს სისხლძარღვთა ქირურგი, პროფესორი კოტე ყიფიანი ვარიკოზთან საბრძოლველად

ქვემო კიდურების ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც უმეტესად ქალბატონებშიიჩენს თავს. ამ დაავადების დროს ჩნდება ვარიკოზული კვანძები - გაფართოება, რომელიც სავსეა სისხლით, ვენები ფართოვდება, კარგავს ელასტიურობას ვიზუალურად ეს დაავადება ხასიათდება ტერფებზე, წვივებსა და ბარძაყის მიდამოში გაფართოებული და დაკლაკნილი ვენების არსებობით.

ვარიკოზი ცხოვრებისთვის საშიში დაავადება არაა, თუმცა ის აქვეითებს ცხოვრების ხარისხსს. დაავადებასთან ბრძოლაც არ არის რთული, თუ მას საწყის ეტაპზევე დაიწყებთ. დაავადებასთან ბრძოლაში მთავარი როლი ეკისრება ადინამიური მდგომარეობიდან გადასვლას აქტიურში ანუ სიარული, ცურვა, ვარჯიში და ა.შ. აღსანიშნავია, რომ დაავადება აღინიშნება ნებისმიერ ასაკში, მაგრამ უფრო გავრცელებულია ახალგაზრდა ქალბატონებში დაავადებასა და მის პრევენციაზე სასაუბროდ სისხლძარღვთა ქირურგს, ბატონ კონსტანტინე ყიფიანს მივმართეთ.

რამდენად გავრცელებული დაავადებაა ვარიკოზი და რატომ გვხვდება უმეტესად ქალებში?

ვენური უკმარისობა ანუ ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა.

ყოველ მესამე ქალბატონს ვენური უკმარისობის ესა თუ ის სტადია გააჩნია. დაავადების წარმოქმნის ბევრი რიკსფაქტორი არსებობს, რომლებიც ძირითადად ქალებს უკავშირდება. სწორედ ამიტომ გვხვდება ვარიკოზი უმეტესად ქალბატონებში. რიკსფაქტორებია: ორსულობა, ჭარბი ჭონა, ჰორმონალური პრეპარატების მიღება, უმოძრაობა, ზოგიერთი პროფესია რომელიც დაკავშირებულია დიდი ხნის მანძილზე ჯდომასთან ან ფეხზე დგომასთან. მთავარი მიზეზი კი არაჯანსაღ ცხოვრების წესს აკისრია.

mkurnali.ge
 

რა სახის ცვლილებები ხდება ორგანიზმში ვარიკოზის დროს?

გული ადამიანის ყველა ორგანოს აწვდის სისხლის მეშვეობით ჟანგბადს, მერე კი გადამუშავებული სისხლის ადინება უნდა მოხდეს კვლავ გულისკენ. სწორედ ამ პროცესის დარღვევის დროს ჩნდება ვარიკოზი. დარღვევას კი იწვევს ვენური სარქველების უკმარისობა შედეგად სისხლის უკუდუნება არის შეფერხებული და ვიღებთ ვარიკოზულად გაგანიერებულ ვენებს.
 

როგორია ვარიკოზის განვითარების სტადიები?

ვარიკოზის პირველ სტადიაზე რამე გამოხატული ჩივილები არ არსებობს, არის მხოლოდ ვიზუალური, ე.წ. ,,კაპილარული ქსელები""
მეორე სტადიის დროს უკვე მკაფიოდ ვლინდება ქვემო კიდურებში ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები, ასევე აღინიშნება სიმძიმის გრძნობა დღის მეორე ნახევარში, სიმპტომების შემცირება დამახასიათებელია ძილის შემდეგ, დილით.
დაავადების მესამე სტადიაზე ფეხებზე ვლინდება შეშუპებები. დაღლილობის შეგრძნება უფრო მკაფიო.

ვარიკოზული დაავადების მეოთხე სტადია ხასიათდება კანის ცვლილებებით, ვლინდება კანის ჰიპერპიგმენტაცია, ანთებითი პროცესები კანში, კანი ხდება უხეში, მკვრივი. ამ სტადიაში თუ დროულად არ ჩატარდა მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს ტროფიული წყლული, რომლის შეხორცება არც თუ ისე იოლია. აქვე უნდა ითქვას, რომ ხშირად პაციენტებს აქვთ არასაფუძვლიანი შიში, ხომ არ განვითარდება განგრენა და შემდგომ იძულებითი კიდურის ამპუტაცია. ვარიკოზული დაავადების დროს არასოდეს არ ვითარდება განგრენა. განგრენა შეიძლება განვითარდეს არტერიული სისხლძარღვების დაზიანების დროს.
 

როგორია დაავადების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები?

ზოგადად, ვარიკოზი არაა რთული დაავადება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობა სწყის ეტაპზევე დაიწყოს. სამწუხაროდ, ვენების მოვლის კულტურა საზოგადოებაში ნაკლებად არსებობს და ჩარევა მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც რთულ ფორმებს იღებს. აუცილებელია დროული მკურნალობა და პროფილაქტიკა და გართულებებს ნამდვილად აიცილებთ თავიდა. რეალურად ვარიკოზის საწყის ეტაპზე მკურნალობა რთული ნამდვილად არაა. თუმცა ეს პროცესი კომპლექსურია და სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს. პირველ რიგში უნდა შეიცვალოს ცხოვრების წესი და ფეხებს მეტი დატვრთვა უნდა მივცეთ დღის განმავლობაში. კარგია აქტიური სიარული, ცურვა. ამის გარეშე, მკურნალობა შედეგს ვერ გამოიღებს.

მკურნალობაში წამყვანი როლი ენიჭება კომპრესიულ თერაპიას ანუ ელასტიური წინდების რეგულარულ ხმარებას. ეს არის მარტივი მექანიზმი, რომელიც ვენებზე ზეწოლით სისხლის ჩაგუბებას უშლის ხელს და სიმპტომებს მნიშვნელოვნად ამცირებს. არსებობს მედიკამენტებიც, რომლებიც ხელს უწყობს სიმპტომების შემსუბუქებას. მედიკამენტური მკურნალობა მთელი ცხოვრების მანძილზე არ გრძელდება, თუმცა კომპრესიულ თერაპიას უნდა ჰქონდეს ხანგრძლივი და რეგულარული სახე.
 

როგორ უნდა მოხდეს ელასტიური წინდების შერჩევა?

წინდები კომპრესიის ხარისხით სამ კლასად იყოფა. ექიმმა უნდა გამოუწეროს პაციენტს კონკრეტული კლასის წინდები. თუმცა ეს არ არის საკმარისი. შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად ზომისა და ფეხის მოცულობის მიხედვით. ქართულ ბაზარზე დღეს გამორჩეული ბრენდია "სიგვარისი", რომელიც მრავალფეროვანი და ხარისხიანი პროდუქციით გამოირჩევა. ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვურჩევ ამ ბრენდის პროდუქციის გამოყენებას. "სიგვარისი" თანამშრომლობს სამედიცინო ჯგუფ "ახალ ხედვასთან", სადაც ვამისამართებ პაციენტებს და ისინი კონკრეტული პროდუქტის შერჩევაში ინდივიდუალურად ეხმარებიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ექიმის მიერ წინდის გამოწერა მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად საკმარისი არაა.
"სიგვარისის" პროდუქცია ხარისხითაც გამოირჩევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზაფხულის ცხელ პერიოდში, როდესაც წინდების ტარება ისედაც დისკომფორტთანაა დაკავშირებული.
 
mkurnali.ge

ქირურგიული ჩარევა რა ეტაპზეა საჭირო?

დაავადების გართულების შანსი მცირეა და შესაბამისად ქირურგიული ჩარევა აუცილებელი არ არის. ვარიკოზით დაავადებულების მხოლოდ 10–15%–ს უტარდება ქირურგიული ჩარევა. ძირითადად ოპერაცია კეთდება ტროფიული წყლულის განვითარების თავიდან ასაცილებლად. თუმცა ხშირად ვენების მოშორების მიზეზი არის ვიზუალური ხარვეზების აღმოფხვრა, ამას ძირითადად ლაზერული აბლაციითა და სკლეროთერაპიის საშუალებით აკეთებენ. ქირურგიულ ჩარევას თავისი ჩვენებები აქვს, რომლებსაც წყვეტს ქირურგი.
 

ვენების ამოღების შემდეგ სისხლის მიმოქცევის პრობლემა არ შეიქმნება?

ვარკოზი ზედაპირული ვენების პრობლემაა. ზოგადად, ღრმა ვენური სისტემა საკმაოდ კარგად მუშაობს და ნაკლებად ზიანდება. ამიტომ ზედაპირული ვენების ამოღება სისხლის მიმოქცევისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
 

როგორ უნდა მოვახდინოთ დაავადების პრევენცია?

პირველ რიგში ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. მნიშვნელოვანია სიარული და ფეხების აქტიური დატვირთვა. უნდა მოერიდოთ ჭარბ წონას, ხანგრძლივად დგომას ან ჯდომას, კონტრაცეპტივების მიღებას, რადგან ის არის ჰორმონალური პრეპარატი, რომელიც აზიანებს ვენურ სარქველებს. დაავადება გენეტიკურადაც გადადის, მაგრამ თუ ადამიანი ჯანსაღი ცხოვრების წესს მიყვება, დაავადების განვითარების შანსი მცირდება.