რატომ არის მნიშვნელოვანი ტერფის დროული კვლევა?

ტერფის პრობლემები საკმაოდ გავრცელებულია სხვადასხვა ასაკის მქონე ადამიანებში. ტერფის ტკივილი ხშირად აწუხებთ მათ, ვისაც დიდხანს უწევთ ფეხზე დგომა ან ისეთი ფიზიკური აქტივობებით არიან დაკავებულნი, რომლის დროსაც კიდურების დაზიანების რისკი მაღალია. ტკივილი ტერფის არეში ძლიერდება მოძრაობის პერიოდში, რადგან ამ დროს მასზე დატვირთვა იზრდება. ტერფის გავრცელებული პრობლემებია:

  •  ბრტყელტერფიანობა;
  •  პროფესიული და სპორტული ტერფი;
  •  დიაბეტური ტერფი;
  •   ტერფმრუდობა;
  •   ტერფის ვალგუსური დეფორმაცია;
  •  აქილევსის მყესის ანთება;
  •  ქუსლის დეზი;
  •  პლანტარული ფასციიტი;
  • მძიმე ფეხის სინდრომი (ორსულთა ტერფი, ვენური უკმარისობა, ლიმფოსტაზი).

პირველადი შეფასება - რას აკვირდება სპეციალისტი?

ტერფის ტკივილი შეიძლება ფეხის თითებიდან დაიწყოს და აქილევსის მყესამდე გავრცელდეს. თუ დისკომფორტის გამომწვევი მიზეზი ღრძობა ან დაჭიმულობაა, ექიმების რეკომენდაცია ამ დროს მისი ფიქსაციაა, ასევე მედიკამენტოზური მკურნალობის დამატებაც. როგორც წესი, ეს კეთდება ექიმთან კოსულტაციის შედეგად და მისი სრული კონტროლის ქვეშ. ადრეული მკურნალობა სხვა დაავადებების პრევენციასაც უწყობს ხელს და ზედმეტ გართულებებსაც აგარიდებთ.

რა შედეგებს იძლევა ტერფის გამოკვლევა?

ტერფის პათოლოგიის არსებობისა და ტერფის დეფორმაციის ზუსტი ხარისხის დადგენის საშუალებას გვაძლევს ტერფის დიაგნოსტიკა, ამიტომ ტერფთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციისთვის მისი ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. თანამედროვე ტექნოლოგიები ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკის ახალ მიდგომებს გვთავაზობს. ტერფის პლანტოგრაფიით -  კომპიუტერული დიაგნოსტიკის საშუალებით დეტალური ინფორმაცია შეგვიძლია მივიღოთ ტერფის ფორმის, ყრდნობის ფართის, სიმძიმის ღერძისა და სხვა მონაცემების შესახებ. 

როდის არის საჭირო ტერფის რეგულარული მონიტორინგი?

ტერფის პრობლემების გამოსავლენად და სამკურნალოდ აუცილებელია ტერფების ყოველდღიური კონტროლი და ასევე:

  • ჯანსაღი კვება;
  • რეგულარული ფიზიკური აქტივობა;
  • თამბაქოს მიღებაზე უარის თქმა და სხვ.

გარდა ამისა, განსაკუთრებით ფიზიკურად დატვირთული ადამიანებისთვის: სპორტსმენებისთვისა და ბავშებისთვის რეკომენდებულია მონიტორინგის მიზნით ექიმთან ვიზიტი გართულებების თავიდან ასაცილებლად. ასევე, ორსულობის დროსა და ტერფზე ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შემდეგ, დაგეგმეთ სპეციალისტთან კონსულტაცია და დარწმუნდით, რომ თქვენი მკურნალობის პროცესი ეფექტურად მიმდინარეობს.