როდის არის საჭირო დასაჯდომი ბალიში?
დასაჯდომი ბალიშის გამოყენება იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომელთა საქმიანობაც დღის მანძილზე მუდმივ ჯდომასთან არის კავშირში. გარდა სამსახურეობრივი საქმიანობისა, ეს პროდუქტი ეფექტურია მგზავრობის დროსაც როგორც მძღოლებისთვის, ასევე მგზავრებისთვის. თუ კუდუსუნის არეში ტკივილი ხშირად გაწუხებთ, მაშინ დასაჯდომი ბალიშის გამოყენება ყოველდღიურად სახლის პირობებშიც შეგიძლიათ. დასაჯდომ ბალიშს სამედიცინო დანიშნულება აქვს, ეს პროდუქტი აუმჯობესებს მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევას, აფერხებს სწორი ნაწლავის ვენებში სისხლის შეგუბებასა და ხელს უშლის ბუასილის პროგრესირებას.
“ახალი ხედვის” დასაჯდომი ბალიშები
უმაღლესი ხარისხის დასაჯდომი ბალიშების შეძენა შესაძლებელია სამედიცინო კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს ამ პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში მდებარე ფილიალებში სთავაზობს. განვიხილოთ, “ახალი ხედვის” დასაჯდომი ბალიშები:
● ბერგერის/berger ბრენდის დასაჯდომი ბალიში - აფიქსირებს წელს ანატომიურ მდგომარეობაში, დამზადებულია პოლიუთერანის ქაფისგან. მისი ზედაპირი იხსნება და ირეცხება, რაც ჰიგიენური ნორმების დაცვის საშუალებას გვაძლევს.
● მორსა/MorsaCyberg ბრენდის დასაჯდომი ბალიში - აქვს ამორტიზირების უნარი, რაც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ავარჯიშებს კუნთებს, აქვს ჰაერგამტარი თვისება, ეს კი თავისთავად გამორიცხავს ჩახურებას.
დასაჯდომი ბალიშების გარდა, კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს ორთოპედიული, სამედიცინო ბალიშების ფართო არჩევანს სთავაზობს როგორც ზრდასრულთათვის, ასევე ბავშვებისთის. სამედიცინო ჯგუფის ეს პროდუქცია ლატექსის მასალისგანაა დამზადებული და გარედან მას ანტიალერგიული ქსოვილი აკრავს. კომპანია „ ახალი ხედვა“ მომხმარებლებს ცნობილი თურქული ბრენდების - MorsaCyberg/მორსასა და BERGER/ბერგერის ორთოპედიულ ბალიშებს სთავაზობს. მორსა/MorsaCyberg - თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას აწვდის. მისი ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში სწორედ “ახალი ხედვაა”. კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით 13 მაღაზიით არის წარმოდგენილი. ასევე, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შერჩეული სამედიცინო ნივთის შესყიდვა ონლაინ რეჟმშიც შესაძლებელია, შეკვეთას კი საქართველოს ნებისმიერ ადგილზე უმოკლეს ვადაში კურიერის მომსახურებით მიიღებთ.