რატომ არის უმოძრაობა და დიდხანს ჯდომა ცუდი?

დადასტურებულია ის ფაქტი, რომ მჯდომარე მდგომარეობაში ხერხემალზე ზეწოლა უფრო მეტია, ვიდრე ფეხზე დგომისას. თანამედროვე სამყაროში კი  ადამიანების უმეტესობის საქმიანობა სწორედ კომპიუტერთან ჯდომას უკავშირდება. სამუშაო დღეებში რამდენიმე საათს ერთ მდგომარეობაში ვატარებთ, რაც, თავისთავად, ჯანმრთელობის გარკვეულ პრობლემებს იწვევს.  ამ დროს ეფექტურია წელის კორსეტების ტარება, რადგან ისინი  ხელს უწყობს ხერხემლის  იმობილიზაციას და წელის არეში  დატვირთვის შემსუბუქებას.  ეს სამედიცინო საშუალება ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ეხმარება, რადგან სხეულის ამ ნაწილში ტკივილის შემცირებასა და  ხერხემლის ნორმალური მდგომარეობის აღდგენას უზრუნველყოფს.  გარდა ამისა, კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად საუკეთესო საშუალებაა კისრის გასაბერი ბალიში. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. ძალიან მარტივია მისი დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგებაც. ეს პროდუქტი დამზადებულია მდგრადი მასალისაგან, რომელიც იბერება და არ ზიანდება ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარებისას. კისრის ბალიში ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხერხემლის არეში. 

უმოძრაობა და ვარიკოზი

ცხოვრების უმოძრაო წესი ასევე  ვენების ვარიკოზული დაავადების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია. ამ დროს მთავარი რისკ-ფაქტორი, რა თქმა უნდა, ქვედა კიდურების კუნთების ტონუსის არქონაა. სიარულისას კუნთები აწვება ვენებს, რითაც სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას ახდენს. ჯდომის დროს კი დატვირთვა ქვედა კიდურების კუნთებზე არასაკმარისია, კუნთოვან-ვენური ტუმბოს ფუნქცია სუსტდება, სისხლის ცირკულაცია კი ფერხდება. ეს თავისთავად იწვევს ვენის კედლების მოდუნებასა და გაგანიერებას. თუ ოფისში მუშაობთ, ფეხი ფეხზე არ გადაიდოთ – მსგავსი პოზა სისხლის ნაკადს დაბრკოლებას უქმნის, ასევე აუცილებლად ატარეთ ვარიკოზის მოვლის საშუალებები.   წინდები და კოლგოტები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და დინებას ქვედა კიდურებიდან გულისკენ, პაციენტებს უხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში.  ხანგრძლივი ჯდომის დროს ეფექტურია ზურგის ბალიშის გამოყენებაც, რადგან ის წელს ანატომიურ მდგომარეობაში აფიქსირებს. ეს პროდუქტი დამზადებულია პოლიურეთანის ქაფისგან და იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ოფისში მუშაობა და ძირითადად ჯდომა უწევთ. ამავე მიზეზით შესაძლოა, გამოიყენოთ სავარძლის ბალიში. მას ძირითადად  იყენებენ ის ადამიანები, რომლებსაც   კუდუსუნის არეში ტკივილი აწუხებთ. ეს პროდუქტი აუმჯობესებს მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სწორი ნაწლავის ვენებში სისხლის შეგუბებასა და ჰემოროის პროგრესირებას. გაითვალისწინეთ, რომ  თქვენი სამუშაო მაგიდის ოპტიმალური სიმაღლე უნდა იყოს იატაკიდან 75-85 სმ. ის, ვინც ბევრ დროს ატარებს კომპიუტერთან, ხშირად უნდა ადგეს, იმოძრაოს და  სისხლის მოძრაობას შეუწყოს ხელი.